“2012 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოსა და სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დააკავეს პიროვნება, რომელმაც მიმდინარე წლის 23 ნოემბერს დანისა და ც/სასროლი იარაღის გამოყენებით ჩაიდინა 1967 წელს დაბადებული ანტონ (ავთანდილ) ალექსანდრეს ძე ადუაშვილის განზრახ მკვლელობა. აღნიშნული მკვლელობის დაფარვისათვის, ასევე დაკავებულია ორი პიროვნება. დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით, გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო,” _ ნათქვამია განცხადებაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved