_ როცა ვსვამთ კითხვას, ვინ გახდება საზმაუს დირექტორი, კარგად უნდა გავიაზროთ, როგორ და ვინ უნდა აირჩიოს ეს დირექტორი. ცხადია, რომ ოდნავ მაინც თავმოყვარე ადამიანი, რომელიც პატივს ცემს საზოგადოებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, ამ ბორდის პირობებში განცხადებას არ შეიტანს. რასაკვირველია, მოინახებიან ისეთებიც, რომლებიც შეიტანენ, მაგრამ ის ვისაც ეს ბორდი შეარჩევს. იქნება ან პირდაპირ ნაციონალების კანდიდატი, ან, რაც უფრო მოსალოდნელია, გარიგების შედეგი (ასეთ გარიგებაში მონაწილეობის მსურველები არსებობენ) და ამგვარი კოჰაბიტირებული დირექტორი ვერ შეძლებს ისეთი ტელევიზიის შექმნას, რომელიც საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება. პირველ რიგში აუცილებელია, რომ შეიქმნას ბორდის არჩევის წესი, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ბორდის შექმნას და შემდეგ ამ ბორდმა უნდა გადაწყვიტოს, ვის აირჩევს დირექტორად. ვინც ამ ბორდის პირობებში შეიტანს განაცხადს დირექტორობაზე, ის ამთავითვე იქნება გარიგების მძევალი და საზოგადოების მოტყუებით დაიწყებს საქმიანობას, რუსთველი კი ამბობს: “ბოროტი საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერიაო.”
როგორ ჩანს, ჭანტურიას გადადგომის გადაწყვეტილება ამგვარი არაჯანსაღი კოჰაბიტაციის დამყარების მიზნით მიიღეს! _ აღნიშნავს მაღლაფერიძე.