გურიაში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი ფაქტი დადასტურდა – ამის შესახებ გურიის გუბერნატორმა, ზურა ნასარაიამ “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს აღნიშნა.
გუბერნატორის ინფორმაციით, 7-ივე ფაქტი დაბა ლაითურში დაფიქსირდა.
დღეის მდგომარეობით დაბა ლაითურში თვითიზოლაციაში 700 ადამიანი იმყოფება.