შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სარფის საბაჟო -გამშვებ პუნქტში, ნარკოდანაშაულისთვის 1985 წელს დაბადებული ჯაბა ს. დააკავეს.
ბრალდებულმა თურქეთიდან კონტრაბანდული გზით 15 „ბაში” „ჰეროინის” შემოტანა სცადა. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მის მიერ საქართველოში შემოტანილი კონტრაბანდული ნივთიერების მთლიანი წონა 2,59 გრამია.