დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი ცესკოს საქმიანობა 2012 წლის 1 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მზადების პროცესში და უშუალოდ არჩევნების შემდგომ პერიოდში.
_ ანგარიში მოიცავს 4 ძირითად ეტაპს: წინასაარჩევნო პერიოდი (1 იანვარი – 31 ივლისი), საარჩევნო პერიოდი კენჭისყრის დღემდე (1 აგვისტო – 30 სექტემბერი), კენჭისყრის დღე (1 ოქტომბერი), კენჭისყრის დღიდან შედეგების შეჯამებამდე პერიოდი (2 ოქტომბერი – 20 ოქტომბერი). დოკუმენტში ასახულია ცესკოს აქტივობები რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის – მართვის სრულყოფა (რეორგანიზაცია/ტექნოლოგიური ინოვაციები), შესაძლებლობების განვითარება (მოდერნიზაცია/ტრენინგები), დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა, ამომრჩეველთა ინფორმირება, საგრანტო პროგრამები, საარჩევნო ადმინისტრაციის რებრენდინგი, საარჩევნო პროცესის ორგანიზება და ა.შ, _ აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.