(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთი-ბათუმის ცენტრალური საავტომობილო გზა ლიხაურისა და ჭანიეთის მონაკვეთზე ჩოლოქის სანაპირომდე, მკვეთრად დაზიანებულია _ აყრილი ასფალტის ადგილზე დარჩენილი ღრმულები მძღოლებსა და მგზავრებს დიდ დისკომფორტს უქმნის: _ ე.წ. ორმოების დაკერების მეთოდი, საგზაო სამსახურის მიერ, წარსულში დროდადრო ხორციელდებოდა, ახლა კი ესეც გადაავიწყდათ, _ ბრაზობენ “ჯაყჯაყით” შეწუხებულნი მგზავრები.
შპს “გზამშენის” წარმომადგენელმა “გურია ნიუსს” უთხრა, რომ გზების შეკეთების პროცესი გაზაფხულზე, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყება.