ლევან ვარშალომიძის მხარდასაჭერად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარა გურიის სამმართველოს ეზოში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები, საკრებულოს წევრები, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ მახარაძე, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან შეკრებილები. სამმართველოს ეზოში შეკრებილები არიან ახალგაზრდების საინიატივო ჯგუფიც, რომლებმაც ვარშალომიძე სამმართველოს შენობაში შეძახილებით შეაცილეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარის შენობაში შესვლის შემდეგ ვარშალომიძის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved