მე დავადე ამ კანონს ვეტო იმიტომ, რომ მინდოდა ქვეყნისთვვის თავიდან ამეცილებინა ყველაზე უარყოფითი ასპექტები, რომელიც ეხებოდა პედოფილების, მოზარდთა მიერ ძალადობის, გარყვნილების ჩამდენების და რუსეთის ჯაშუშების და სახელმწიფო გადატრიალებში მონაწილე სამხედრო ელემენტების, მეამბოხეების გათავისუფლებას. პარლამენტმა მოახერხა ვეტოს გადალახვა და ამგვარად სრული პასუხისმგებლობა აიღო ფუნდამენტურად ანტისახელმწიფოებრივ საშიშ აქტზე, რომელიც ხორციელდება ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების და საზოგადოების მიმართ.” _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, რომელიც პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევას მიუძღვნა.