_ შეგვამოწმეს, არანაირი დარღვევა ჩვენს ნამუშევარში არ ყოფილა, თუმცა დღეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოგვივიდა ბრძანებები, რომლის თანახმადაც სამსახურიდან დათხოვნილები ვართ, _ ასე აცხადებენ “გურია ნიუსთან” სამინისტროს გათავისუფლებული თანამშრომლები.
მათივე თქმით, ბრძანებები იმდენად სწრაფად არის დაწერული, რომ გრამატიკული შეცდომებიც უხვად მოიპოვება. რამდენიმე მათგანი ფიქრობს, რომ მათი გათავისუფლება შესაძლოა იმას უკავშირდებოდეს, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლადო ვარძელაშვილთან მუშაობდნენ და თანაც საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. თუმცა, დაბეჯითებით ამას ვერ ამტკიცებენ თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ მათთვის არანაირი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებიათ.
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა მიზეზით გაუშვეს 10 თანამშრომელი სამსახურიდან, მაგრამ სამინისტროსთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. როგორც აღმოჩნდა, მარიკა კარიაული, რომელიც ამ დრომდე მუშაობდა პრესსამსახურის ხლმძღვანელად, სხვაგან გადაიყვანეს, და ახალი კადრის ვინაობა მისთვის უცნობია.
სამინისტროს პრესსამსახურის ვინაობა ვერც მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს.