_ თქვენ საიდან ფლობთ ამ ინფორმაციას არ ვიცი, მაგრამ ჩვენ სპეცრაზმი თვალად არ გვინახავს და არავითარი ურთიერთობა არ გვქონია(?!). _ განაცხადა გოჩა ფერსაშვილმა.
რაც შეეხება სპეცრაზმის ყოფნას გურიაში ამის შესახებ “გურია ნიუსი” საპარლამენტო არჩევნების დღეს, 1 ოქტომბერს წერდა.
არადა, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილ შენობასთან “პიკაპის” ტიპის ავტომანქანების და შეიარაღებული პირების კონცენტრაცია ჟურნალისტებთან ერთად, რამდენიმე ადგილობრივმა მოქალაქემაც დაინახა.