საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და სხვა სტუმრების მასპინძელი პარლამენტარი, ოზურგეთის მაჟორიტარი ზვიად კვაჭანტირაძე იყო. კალანდობის დღესასწაული ერთი საათი გაგრძელდა და კოჰაბიტაციის გარეშე ჩაიარა – ღონისძიებაზე არ გამოჩენილან გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი და ვიცე-გუბერნატორები. შეხვედრაზე საკრებულოს დეპუტატების სიმცირესაც შეამჩნევდით. თუმცა, ისეთებიც იყვნენ, რომლებმაც ახალ ხელისუფლებასთან ერთად აღნიშნეს კალანდობა, ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით, „გურია ნიუსის“ რეპორტაჟში წაიკითხავთ.
კალანდობის ორგანიზატორები, წელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, კულტურის სამსახური და ისტორიული მუზეუმი იყო.