ეს ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხმელისხდში, გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის VIII საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზეა გადაღებული.
გიორგი სალუქვაძის სახლ-მეზუემის ეზოში, 75 წლის ქორეოგრაფის ვაჟა ახვლედიანის შესრულებულმა ცეკვამ ფესტივალის მონაწილე უცხოელი სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ვაჟა ახვლედიანის დამსახურებაა ისეთი ცეკვების აღდგენა, როგორიცაა ფუნდრუკი, ფერხული ფარცა და კალმახობა.
_ ბატონ ვაჟას დიდი დამსახურება აქვს ქართული ქორეოგრაფიის წინაშე. იგი გიორგი სალუქვაძის მოსწავლე იყო და მან ჯუმბერ დუნდუასთან ერთად ანსამბლ “გურიაში” აღადგინა ფუნდრუკი, ფერხული ფარცა და კალმახობა. ამის შემდეგ დაინტერესდა ქორეოგრაფიული კავშირი, მოხდა ამ ცეკვების “ჩახაზვა” და სახელმძღვანელოში შეტანა, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას ახვლედიანის კოლეგებმა.