16 იანვარს, ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ვერა ანთია და რობერტ გამისონია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლის საფუძველზე, ას-ასი ლარით დაჯარიმდნენ.” _ განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შეხვედრას, რომელიც ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მიმდინარეობდა და რომლის მიზანიც პარლამენტარების მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა იყო, რამდენიმე ინციდენტი მოჰყვა.
ჯერ იყო და შეხვედრის დროს, გამგებლის მოადგილის გიზო სართანიას დედა, ლალი (ვერა) ანთია ცოცხით “შეიარაღებული” მივიდა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და განაცხადა, რომ ეს ცოცხები უმცირესობის წარმომადგენლებისთვის მიჰქონდა. უმრავლესობის წევრებმა მას მოსთხოვეს დარბაზის დატოვება, რის შემდეგაც ლალი ანთია გავიდა იქედან.
შემდეგ, დარბაზში მყოფმა საზოგადოების წარმომადგენლებმა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს, აკაკი ბობოხიძეს და აკაკი მინაშვილს და მათ დარბაზის დატოვება მოთხოვეს. გარეთ გასულ უმცირესობის წევრებს, კორიდორი გაუკეთეს და კვერცხები დაუშინეს, კონკრეტულად საუბარია აკაკი ბობოხიძეზე. აკაკი მინაშვილი, მარიამ საჯაია და სხვები გარეთ ვერ გამოდიოდნენ და მათ დასაცავად, სამხარეო პოლიციის წარმომადგენლები გამოიძახეს.