https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

შეიცვლება თუ არა გურიის გუბერნატორი და ვის მოიაზრებენ კანდიდატებად

17:01; 18.01.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მართალია, გურიაში ამ დროისთვის ოფიციალურად არ დასმულა  გუბერნატორის შეცვლის საკითხი, მაგრამ საზოგადოებაში  ამ თემაზე აქტიურად საუბრობენ და ღიად თუ  კულუარულად არაერთ კანდიდატს ასახელებენ. საუბარია “ქართული ოცნების” წევრზე დავით დარჩიაზე,  “რესპუბლიკელ” ტიფო მიქატაძეზე და თბილისში მცხოვრებ ბიზნესმენ ალექსანდრე ყველაშვილიზე.

“გურია ნიუსი” თითოეულ მათგანს დაუკავშირდა და ჰკითხა, რამდენად რეალურად წარმოუდგენიათ საკუთარი თავი უახლოეს მომავალში გურიის გუბერნატორის სავარძელში და თავად აყენებენ საკუთარ კანდიდატურას ამ თანამდებობაზე თუ ახალი ხელისუფლების მხრიდან კულუარულ შემოთავაზებას აქვს ადგილი.

დავით დარჩია: _ საზოგადოებაში რომ ამბობენ,  მეც მსმენია, თუმცა ეს ჩემთვის ოფიციალურად არავის უთქვამს და არც რაიმე საუბარი ყოფილა.

_ბატონო, დათო, რომ შემოგთავაზონ გურიის გუბერნატორის პოსტი, იქნებით თუ არა თანახმა? ამბობენ, რომ თქვენ ივანიშვილთან ადრინდელი მეგობრობა გაკავშირებთ და შეიძლება, ამიტომაც მოგიაზრებენ.

_კიდევ გეუბნებით, ამაზე საუბარი არ ყოფილა. საბოლოოდ რომ დადგეს ასე საკითხი და დამავალონ ან შემომთავაზონ, მე არავისზე ნაკლებად მიკეთებია კარგი საქმეები ჩემი რაიონისთვის. თქვენ რამდენად იცნობთ დათო დარჩიას, არ ვიცი, მაგრამ საქმე მიკეთებია და გავაკეთებ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კარგი კანდიდატურა იქნება, თუმცა ვინმეზე ნაკლებად არასოდეს მიკეთებია კარგი საქმე.

რაც შეეხება ალექსანდრე ყველაშვილს, დღეისათვის მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა, გაცილებით ადრე კი “გურია ნიუსთან”, თავის შესაძლო გუბერნატორობასთან დაკავშირებით, ასეთი რამ განაცხადა: _ ნამდვილად არ მქონია მიზნად უკან დაბრუნება, ვმუშაობდი გარკვეულ პროექტებზე, რომელთა გახორციელება ხელს შეუწყობს რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას და მის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გატანას, ერთ-ერთი ასეთი პროექტი ჩაის წარმოებაში გავახორციელეთ და საკმაოდ წარმატებული გამოვიდა. მოკლედ, ვამჯობინე აქ დარჩენა, რომ აქედან გამეწია ოპონირება ხელისუფლებისათვის, გარკვეულწილად ფინანსური და მორალური რეპრესირება გავიარეთ ცნობილი 7 ნოემბრისა და 26 მაისის შემდეგ. ამიტომ ვცდილობდით, მე და ჩემი მეგობრები, წინ ჩავდგომოდით პროტესტის ტალღას.  გურიაში ნაკლებად ჩამოვდიოდი.  მხოლოდ მეგობრებთან ვაკეთებდი ღამის ვიზიტებს„ ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მიზნით, დანარჩენ დროს ვახმარდით ციხეების ცნობილი მოვლენების გაპროტესტებას. ჩვენს მეგობარ ცნობილ უფლებადამცველებთან ერთად.  არჩევნების შემდეგ ,სამეგობრო წრემ წამოაყენა  წინადადება, რეგიონში ჩემი გუბერნატორად მოვლინების თაობაზე, თუმცა, იყო სხვა შემოთავაზებები, იგივე პენიტენციალურ სისტემაში, რაზედაც თავშივე უარი განვაცხადე და ვამჯობინე, ერთ შემოთავაზებაზე დავთანხმებულიყავი, ანუ მემუშავა სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებზე აჭარა-გურიის რეგიონში, რაც გახორციელდებოდა პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტთან ურთიერთობით (ეს თემა ისევ ძალაშია). ამის შემდეგ, წამოვიდა გურიიდან ინიციატივა, ოღონდ ამ ეტაპზე ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების წევრები, მათ შორის, მეგობრები და უბრალო ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობდნენ ჩემს საქმიანობას. შექმნეს საინიციატივო ჯგუფი და დაიწყეს მუშაობა პრემიერისთვის მისაწერ პროექტზე,  რეგიონის მოსახლეობის თანდართული ხელმოწერებით. მე დღემდე ბევრს ვფიქრობ ამ საკითხზე, მქონდა რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა და კონსულტაცია, არის სერიოზული მხარდაჭერაც, მაგრამ ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს, მიზეზი მხოლოდ ერთია–რამდენად იქნება საშუალება რეგიონში სახსრების მოზიდვისა, რომ მისი ეკონომიკა და მოსახლეობა ეტაპობრივად წელში გაიმართოს და წავიდეს წინ, _ განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს ალექსანდრე ყველაშვილმა.

რესპუბლიკური პარტიის წევრ ტიფო მიქატაძეს გურიის საზოგადოება კარგად იცნობს. მის შესახებ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ  იგი გურიაში მხოლოდ გუბერნატორის თანამდებობას თუ დათანხმდება, სხვა  საჯარო სამსახურში კი არ იმუშავებს. რამდენად შეეფერება სინამდვილეს ეს ყველაფერი ამ და კიდევ სხვა საკითხებზე ჩვენ მას რამდენიმე კითხვა დავუსვით.

_ბატონო ტიფო,  გავრცელებული ინფორმაციით, გურიის მხარის გუბერნატორობის კანდიდატი ხართ და ამბობენ იმასაც, რომ გაქვთ ამბიცია, მხოლოდ ამ თანამდებობაზე იმუშაოთ მშობლიურ მხარეში. რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს?

_დავიწყებ იმით, რომ გუბერნატორების დანიშვნის თემა, ჯერჯერობით, არ დგას დღის წესრიგში. ამის ირგვლივ საზოგადოების ყურადღება გამოიწვია მუნიციპალიტეტებში ხელისუფლების ცვლილების მიმდინარეობამ და გუბერნატორად დანიშვნის მსურველთა აქტივობებმა. მოგეხსენებათ, გუბერნატორის დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივაა პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. არსებობს ნება, რომ ცვლილება შევიდეს კანონმდებლობაში, რითაც ეს უფლება პრემიერ-მინისტრს მიენიჭება, პრეზიდენტთან შეთანხმებით. როცა ეს მოხდება, თემაც მეტ აქტუალობას შეიძენს. რაც შეეხება პირადად ჩემს ამბიციებსა და დამოკიდებულებებს, შევეცდები ავხსნა.

წლების მანძილზე ჩართული ვარ პოლიტიკურ პროცესებში და უპირველეს ყოვლისა, ვცდილობ, შევაფასო თავად პროცესი, მისი მიმდინარეობა, ფაქტორები, ეტაპები, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, დადებითი და უარყოფითი ტენდენციები და.შ. გუბერნატორების დანიშვნის პროცესიც  მაინტერესებს იმ თვალსაზრისით, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თუ როგორ იქმნება რეგიონებში პოლიტიკური თანამდებობების პირების დანიშვნის გადაწყვეტილების მიღების სისტემა, მისი მუშაობისა და “გამართულობის” ხარისხი. მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგაა ჩემთვის საინტერესო პერსონები და კანდიდატები. რადგან თუკი გადაწყვეტილების მიმღები სისტემა ნორმალურ ფუნქციონირებას დაიწყებს და იგი დაეფუძნება გადაწყვეტილების მიმღებთა ურთიერთთანამშრომლობას, ინტერესთა შეჯერებას, კონსესუსს სასიკეთო შედეგების მიღწევის მიზნით, მაშინ ის აუცილებლად წარმოშობს, შეარჩევს და დანიშნავს გუბერნატორობისთვის  შესაფერის, საჭირო სტანდარტის მქონე ადამიანებს. ამ შემთხვევაში საზოგადოებისთვისაც ნაკლები “სანერვიულო”, ნაკლებ პრობლემური იქნება ეს თემა და პერსონებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება.

მართალია, საბოლოო გადაწყვეტილებას  უშუალოდ პრემიერ-მინისტრი მიიღებს, მაგრამ გადაწყვეტილების პროცესში უნდა მონაწილეობდნენ კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიის ლიდერები, მაჟორიტარი დეპუტატები, (როგორც მუნიციპალიტეტებში კოალიციის შტაბების პოლიტიკური ხელმძღვანელები) და რეგიონის საზოგადოება, აქ არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ჯგუფების სახით. სწორედ ამ ძირითადი მოთამაშეების თანამშრომლობის წიაღში უნდა იშვას და შეირჩეს კანდიდატები. თუკი ეს თანამშრომლობა ჯანსაღია და ემორჩილება გარკვეულ წესრიგს, მაშინ იგი გამორიცხავს შეცდომებს გადაწყვეტილებების მიღებაში და არჩევანიც უკეთესებს შორის მოხდება. ეს შედის საზოგადოების ინტერესებში და ეს არის უმნიშვნელოვანესი, ამიტომაც არის ის ჩემთვის უპირველესი.

უფრო გასაგები რომ იყოს, რეგიონის საზოგადოებისთვის ასევე ცნობილი რამდენიმე დანიშვნის მიხედვით, შეგვიძლია შევაფასოთ პროცესები. მაგალითად, გურიის ყოფილი პროკურორის ი. ჯალაღანიას დაწინაურება, აშკარად “გაიპარა” პროკურატურის სისტემაში  და ჩემი აზრით, არასასურველი ფაქტია. პირიქით, როცა შეჩერდა ოზურგეთის პოლიციის უფროსად ე. გორდელაძის დანიშვნა, ეს მიუთითებს, რომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ასეთი გადაწყვეტილების მიღების  მექანიზმი თანდათან სრულყოფას განიცდის. დარწმუნებული ვარ, ასე მოხდება სხვაგანაც.

შეიძლება,  აღმოჩნდეს ერთ-ერთი განსხვავებაც ჩემსა და გუბერნატორობის პოტენციურ სხვა კანდიდატებს შორის. ვიღაცისთვის თანამდებობა თვითმიზანია, ჩემთვის კი მექანიზმის ამუშავება და გამართულობა და მასში ჩემი უნარის, როგორც რესურსის გამოყენებაა პრიორიტეტი.

რაც შეეხება ჩემს ამბიციას _ თუკი ზემოთ აღნიშნული სისტემა მუშაობს, მაშინ, ვფიქრობ, რომ მან თავად უნდა მოიტანოს ჩემი კანდიდატურით დაინტერესება, _ მძიმეწონიან მოჭიდავეთა შეჯიბრებისთვის მაინც, “ამწონონ”, თუნდაც. ამ შემთხვევაში მე მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა შერჩევის პროცესში და ურთიერთმისაღები პირობების შემთხვევაში ავიღო პასუხისმგებლობა. ეს არის ჩემი ამბიცია.

_ თუ განსხვავებული, ანუ მაინც ძველებური ფორმით წარიმართა გუბერნატორის დანიშვნის პროცესი, ასეთ შემთხვევაში რას აპირებთ?

_ თუკი სისტემა ნორმალურად არ ფუნქციონირებს, მაშინ გუბერნატორობის მსურველ ადამიანებს მოუწევთ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმა. პოლიტიკური ბრძოლა გულისხმობს სხვადასხვა მეთოდების, ხერხების, მათ შორის ჩემთვის მიუღებელი, არაჯანსაღი “იარაღის” გამოყენებასაც, რასაც, გულწრფელად გეუბნებით, არ ვაპირებ და არ გავაკეთებ. ასეთი ამბიცია  არ მაქვს. ასეთ შემთხვევაში ვიფიქრებ, ჩემი გამოცდილება და უნარები მოვახმარო იმ სფეროში საქმიანობას, სადაც მეტად პროდუქტიული და სარგებლობის მომტანი ვიქნები საზოგადოებისთვის.  ძირითადად, ალბათ, ახალი სამოქალაქო ინიციატივების განვითარების მიმართულებით. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა საჯარო ორგანიზაციების საქმიანობაში კი აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი პარტიის სხვა წევრები და მხარდამჭერები, რომლებიც იმსახურებენ და შეუძლიათ წარმატებით გაართვან თავი დაკისრებულ ვალდებულებებს.

_ბატონო ტიფო, გუბერნატორობის კანდიდატებად მოიზრებიან ალექსანდრე ყველაშვილი, დათო დარჩია… კიდევ ალბათ, ბევრი დასახელდება. რა აზრის ხართ მათზე?

მართლაც, ალბათ, ბევრი ღირსეული ადამიანი დასახელდება. ამიტომ, ამჟამად მოვერიდები დ მეტიც, განვმეორდები – პიროვნებები ნაკლებად მაინტერესებს, ვიდრე მექანიზმი. ვერ ვიტყვი მათ შესახებ ვერაფერს. მახსენდება თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ადამიანის ვაცლავ ჰაველის სიტყვები: “პოლიტიკოსის საქმიანობა გულისხმობს გაზრდილ პასუხისმგებლობას საზოგადოების ზნეობრივ მდგომარეობაზე და პოლიტიკოსის ვალია, გამონახოს, განავითაროს და გააძლიეროს ყოველივე საუკეთესო, რაც საზოგადოებაშია. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს სახელმძღვანელო თითოეული პოლიტიკოსისთვის და მათი წახალისებაც და პასუხისმგებლობის დაკისრებაც მათში სწორედ ამ უნარის არსებობის ხარისხის შესაბამისად უნდა მოხდეს.

_ თქვენი აზრით, ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ჯერჯერობით კვლავ სხედან გუბერნიის სათავეში, შეეცდებიან თუ არა, ხელი შეუშალონ “ქართული ოცნების” კანდიდატურის დანიშვნას?

_ ეჭვგარეშეა, რომ ძველი ხელისუფლება შეეცდება მათთვის მისაღები კანდიდატურის დანიშვნის ხელშეწყობას. მოსალოდნელია, რომ ის ამისთვის გამოიყენებს იმ ადამიანებს  და ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების დროს “ქართული ოცნების” მხარდაჭერის იმიტაციას ახდენდნენ. რეალურად კი “ნაცმოძრაობას” დაახლოებული ადამიანები და მათი მხარდამჭერები იყვნენ. ჩვენ ეს ადამიანები სახელებით და გვარებით ვიცით. გარწმუნებთ, არ მოვერიდებით მათ დასახელებას და საქმეების გამომზეურებას.

ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს, რომლებიც  წლების განმავლობაში ოსტატურად იცვლიდნენ ფერს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და კვლავ რჩებოდნენ რეგიონულ ხელისუფლებაში, გაუჩნდათ იმის განცდა,   რომ ოზურგეთი სულ “ჯიბეში უნდა ჰყავდეთ”, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ მართვა. რატომღაც არ ჰგონიათ, რომ ჩვენ, ყოფილმა ოპოზიციამ, მათთან მრავალწლიანი ბრძოლის პირობებში ბევრი რამ ვისწავლეთ, გამოცდილება შევიძინეთ, ხედვები ჩამოვაყალიბეთ. ამიტომ, დროა, რეგიონებშიც მოვიდეს ახალი პოლიტიკური ელიტა და წარმატების საწინდარი გახდეს წესიერება, კვალიფიკაცია და პასუხისმგებლობა.

“გურია ნიუსი” გურიის ამჟამინდელ გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს დაუკავშირდა:

_ბატონო ვალერი, გავრცელებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორობის კანდიდატები სახელდება. თქვენი შესაძლო გათავისუფლების შესახებაც საუბრობენ. პრეზიდენტი ხომ არ განიხილავს თქვენს ადგილზე სხვა კანდიდატურას?

_ამ ყველაფერს პრეზიდენტი წყვეტს. შესაბამისად, მე სხვა ინფორმაცია არ გამაჩნია, ვარ ადგილზე და ვმუშაობ ჩვეულებრივ რეჟიმში, _ მოკლედ გვიპასუხა ჩიტაიშვილმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

" თუ ივანიშვილმა არ იცის, რომ სომხეთი არ ისწრაფვის ნატოსკენ, მაშინ ის არაკომპეტენტურია"

თურქეთში ახალგაზრდა გოგონა მოკლეს

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ძალადობის ფაქტს იძიებს

22:41; 12.02.2026
სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

21:57; 12.02.2026
პოლიტიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განცხადებას ავრცელებენ

20:38; 12.02.2026
საზოგადოება

ქარტია ეხმაურება „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე

20:21; 12.02.2026
საზოგადოება

ილიაუნთან აქცია მიმდინარეობს

19:57; 12.02.2026
პოლიტიკა

როდიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან პლასტმასის მასალაში განთავსებული სურსათის გაცემა

19:21; 12.02.2026
სამართალი

უკანონოდ გასაღებული იარაღით ჩადენილი მკვლელობა – ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს 8 წელი მიესაჯა

19:03; 12.02.2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული

18:55; 12.02.2026
პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი: ასეთი ზომები ეწინააღმდეგება ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო

18:28; 12.02.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

18:13; 12.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:40; 12.02.2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12.02.2026
პოლიტიკა

“გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა”- ილიაუნის რექტორი

16:49; 12.02.2026
ფინანსები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

16:18; 12.02.2026
პოლიტიკა

საია ეხმიანება და კრიტიკულად აფასებს სასამართლო სხდომის დარბაზიდან ადვოკატის გაძევებას

16:12; 12.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო