იუსტიციის სამინისტროს ამ შეხვედრაზე წარმოადგენს იუსტიიცის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებისა და საბჭოს წევრების უფლებამოსილების გახორციელების საკითხის განხილვისას ალექსანდრე ბარამიძემ, ასე ვთქვათ, პირდაპირ „მიახალა“ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ასეთი შინაარსის განცხადება:
„ახლა, რასაც ვიტყვი, ეს არ არის იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, ეს გახლავთ ჩემი მოსაზრება და გეტყვით პირდაპირ, _ მე რომ მკითხოს კაცმა, რას შეცვლიდით იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიო, დავიწყებდი იმით, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ერთი და იგივე პირი არ უნდა იყოს,“ _ განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე სწორედ კოტე კუბლაშვილი გახლავთ.