13 იანვარს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა არაერთმა მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ პროკურატურას მათი საქმეებისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნის მოთხოვნით მიმართავდა. საუბარია ძირითადად ჯაშუშობის და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით გასამართლებულ პირებზე. სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ რამდენიმე დღის წინ უკვე მიმართა პროკურატურას და მისი საქმისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნა მოითხოვა, წინააღმდეგ შეთხვევაში ის თავად აპირებს საქმეში არსებული მტკიცებულელების გასაჯაროებას.