(გურია ნიუსი) _ საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ” ნათლად განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშის დაცვას უზრუნველყოფენ შესაბამისი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ამავე კანონის თანახმად აკრძალულია დაზიანებული, გაუფერულებული ან სხვაგვარად შელახული საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენება.
თუმცა, ამ კანონს ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების გამგეობას შენობაზე დახეული დროშა აღემართა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კანონის თანახმად საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.