შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მხოლოდ ერთ წელიწადში დანამატის სახლი თანამშრომლებზე 8 მილიონამდე ლარი გასცა.
აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრმა 70 თანამშრომელი გამოარჩია, რომელსაც ყოველთვიურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხელფასზე მეტ დანამატს აძლევდა.
ჯამში ამ 70 თანამშრომლის ფინანსური წახალისება სახელმწიფო ბიუჯეტს ორ ნახევარი მილიონი დაუჯდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ცალკე თავი ეთმობა, ბინის ქირისთვის გამოყოფილ თანხას. ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ბინის დასაქირავებლად მინისტრის ბრძანებით ერთ წელიწადში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ზოგიერთი თანამშრომლის ბინის ქირა კი, ბიუჯეტს თვეში 3000 ათასი ლარი უჯდებოდა.
დოკუმენტში ასევე საუბარია შსს-ს მაღალჩინოსნებზე, რომელსაც განპიროვნებული მანქანა ემსახურება. მთავრობის დადგენილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 25 ავტომობილი უნდა ყოფილიყო, თუმცა პირადი ავტომანქანით 600 თანამშრომელი სარგებლობდა.
აუდიტის სამსახურის დასკვნა 49 გვერდიანია.