https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

8 ქალაქის ჩინოსნებს რეკომენდირებული 73-ის ნაცვლად 765 ავტომობილი ემსახურებოდა

20:30; 17.05.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ქონების არამიზნობრივი გამოყენებისა და პირადი სარგებლის მიღების მრავალი შემთხვევა გვხდება. ამის შესახებ ინფორმაციას gmc.org ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად განსაზღვრულია მუნიციპალიტეტებისთვის მომსახურე მანქანების რეკომენდირებული რაოდენობები. რეკომენდაცია ემსახურება იმას, რომ ერთი მხრივ მუნიციპალიტეტებს არ შეექმნათ დაბრკოლება მათი სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს და ჰყავდეთ საჭირო რაოდენობის ავტომობილები საჭირო, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიურად დაიხარჯოს საბიუჯეტო სახსრები, რათა არ მოხდეს ადგილობრივი ჩინოვნიკების მიერ მათი პირადი მიზნებისთვის გამოყენება ან ფლანგვა.

ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის ანგარიშები, სადაც 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტების მიერ ავტოპარკის არაეფექტური მართვისა და რესურსების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებია აღწერილი.

იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროისთვის არ არსებობს მუნიციპალური ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები, არასამსახურებრივი დანიშნულებით სახელმწიფო რესურსების მომხმარება და ფლანგვა თანამდებობის პირების მიერ  ყოველგვარი კონტროლის გარეშე ხდება. ასევე აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებში არ არსებობს ადგილობრივ დონეზე ტრანსპორტის საწვავის მოხმარების ოპტიმიზაციის ეფექტიანი გეგმა და კონტროლი მის ხარჯვასთან დაკავშირებით. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს უფლებამოსილი პირების მიერ საწვავის უკონტროლო მოხმარებას. არსებული შემთხვევები მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯების რისკებს ზრდის.

მუნიციპალიტეტების ტრანსპორტის ხარჯები, 2019-2020 წლებში, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • სენაკს რეკომენდირებული 6 მანქანის გარდა ემსახურებოდა 65 კერძო მანქანა; (65-ით მეტი)

  • ოზურგეთს რეკომენდირებული 10 მანქანის გარდა ემსახურებოდა 105 კერძო მანქანა; (105-ით მეტი)

  • ფოთს რეკომენდირებული 6 მანქანის ნაცვლად ბალანსზე ჰყავდა 4, თუმცა ამის გარდა ემსახურებოდა დამატებით 28 კერძო მანქანა; (26-ით მეტი)

  • მარნეულს რეკომენდირებული 8 სამორიგეო მანქანის ნაცვლად ემსახურებოდა 10 სამორიგეო და ამას გარდა 85 კერძო მანქანა; (87-ით მეტი)

  • ქუთაისის მერიას რეკომენდირებული 11 მანქანის ნაცვლად 2019 წელს ემსახურებოდა 31 სამორიგეო მანქანა, ხოლო 2020 წელს 23. გარდა ამისა, ამავე წლებში, ემსახურებოდა საშუალოდ 111 კერძო მანქანა; (საშუალოდ 128-ით მეტი)

  • რუსთავის მერიას რეკომენდირებული 8 მანქანის ნაცვლად ემსახურებოდა 14 სამორიგეო და 73 კერძო მანქანა; (79-ით მეტი)

  • ქობულეთს ემსახურებოდა 14 სამორიგეო ავტომობილი და ამის გარდა 21 კერძო მანქანა; (21-ით მეტი)

  • ზუგდიდს რეკომენდირებული 10 მანქანის ნაცვლად, ემსახურებოდა  ბალანსზე რიცხული 22 სამორიგეო მანქანა და 169 კერძო საკუთრებაში არსებული მანქანა (ჯამში 181-ით მეტი).

საბოლოო ჯამში ზემოთ ჩამოთვლილ 8 მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტისთვის (მერია-საკრებულო) რეკომენდირებული ავტომობილების რაოდენობა ჯამში იყო 73, თუმცა ამათ გარდა მუნიციპალიტეტებს ემსახურებოდა დამატებითი რაოდენობის კერძო და მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ იავტომობილები, ჯამში 692 ერთეულით მეტი.

რეკომენდირებულზე მეტი ავტომობილის მომსახურება ზრდის საწვავის მეტი რაოდენობით მოხმარების რისკს. აუდიტის ანგარიშების თანახმად, 2019-2020 წლებში ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, მარნეულში, ბათუმსა და ქობულეთში, საწვავში ჯამში 3,297,346 ლარი დაიხარჯა.

ამის გარდა ერთეულ მუნიციპალიტეტებში, კერძოდ: ზუგდიდში, ქუთაისში, მარნეულში, ფოთსა და ოზურგეთში 2019-2020 წლებში გამოვლინდა 1,038 შემთხვევა, როდესაც საჯარო მოხელეებმა ავტმობილებში ბიუჯეტის ფულით ჩაასხეს იმაზე მეტი საწვავი, ვიდრე თავად ამ ავტომობილების ავზების მოცულობა იყო.

მუნიციპალიტეტები დეტალურად:

ოზურგეთი

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2019-2020 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 10 სამორიგეო ავტომანქანა. თუმცა გამოყენებული ავტომობილების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ნორმას. კერძოდ, ნაცვლად 10 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი 2019 წელს სარგებლობდა ბალანსზე აღრიცხული 10, ხოლო 2020 წელს კი 11 სამორიგეო ავტომანქანით, ასევე, 2019-2020 წლებში გამოიყენებოდა 105 ერთეული კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილი.

იმავე წლებში მუნიციპალიტეტმა ამ ავტომობილებზე 483,000 ლარის საწვავი დახარჯა. აუდიტის თანახმად, ხშირ შემთხვევაში მანქანებზე არ მუშაობდა მაკონტროლებელი სისტემა, შესაბამისად ვერ გავიგებთ ის პირადი მიზნისთვის გამოიყენებოდა თუ საჯარო.
აგრეთვე, აუდიტის თანახმად, 2019-2020 წლებში გამოვლინდა 30 სატრანსპორტო საშუალებაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 84 შემთხვევა. ამ ავტომანქანებში ჯამურად სულ ჩასხმულია 5,636 ლიტრი საწვავი, ხოლო ზოგ შემთხვევაში, დროის მცირე მონაკვეთში, საეჭვოდ დიდი ოდენობის საწვავია მანქანებში ჩასხმული.

სენაკი

სენაკის საკრებულოს 2019 წლის დადგენილების თანახმად, სენაკის მერიას, სამსახურეობრივი საჭიროებებისთვის, განესაზღვრა 6 სამორიგეო მანქანა, თუმცა აუდიტის დასკვნის თანახმად, 2019 წელს მერიას აღნიშნული 6 მანქანის გარდა ემსახურებოდა 63 კერძო საკუთრებაში მყოფი მანქანა, ხოლო 2020 წელს 68. აღნიშნული კერძო მანქანების საწვავის ფული ბიუჯეტიდან იხარჯება.

საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურეoბრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, საშუალოდ, 65 ერთეულით აღემატება საკრებულოს მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

ფოთი

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2019-2020 წლებში ფოთის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 6 სამორიგეო ავტომანქანა. 2019-2020 წელს მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე მყოფი 4 სამორიგეო მანქანით, თუმცა გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი 2019 წელს საწვავს გასცემდა თანამშრომლების პირად საკუთრებაში არსებულ 26 ავტომანქანაზე, ხოლო 2020 წელს − 31 ავტომანქანაზე (რაც რეკომენდირებულ ოდენობას საშუალოდ 28 ერთეულით აღემატებოდა).

წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაიხარჯა 106,400 ლიტრი საწვავი, რაც აღნიშნულ პერიოდში არსებული ფასების გათვალისწინებით დაახლოებით 207,480 ლარს უდრის.
საჯარო მოსამსახურეებზე გამოყოფილი საწვავის ყოველდღიური ხარჯვის პროცესის შესწავლისას გამოვლინდა, რომ 2019 წელს − 170, ხოლო 2020 წელს 160-ზე მეტ შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურეებმა 9,500 ლიტრზე მეტი საწვავი ჩაასხეს სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილებისას (თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი და სხვ.). მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები, რამდენად უკავშირდებოდა აღნიშნული საწვავის გამოყენება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას

საკითხის შესწავლისას ასევე გამოვლინდა 27 შემთხვევა, როდესაც ავტორიზებულ ავტომანქანებზე ერთჯერადად ან დროის მცირე ინტერვალებით ჩასხმული საწვავის მოცულობა აღემატება ავტომანქანის ავზის მოცულობას.

მარნეული

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2019-2020 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 7-8 სამორიგეო ავტომანქანა. თუმცა 2019-2020 წლებში გამოყენებული ავტომანქანების რაოდენობა მკვეთრად აჭარბებდა რეკომენდირებულს. კერძოდ, ნაცვლად 7-8 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 10 სამორიგეო მანქანით, ხოლო კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილებიდან 2019 წელს − 87 და 2020 წელს − 84 ავტომანქანით (საშუალოდ: 85).

ამ პერიოდში მანქანებზე არ იყო სრულყოფილად დამაგრებული საკონტროლი აგაი სისტემაც. კერძოდ, მარნეულის მუნიციპალიტეტში აგაი სისტემა 12 სამსახურებრივი მანქანიდან დამონტაჟებული იყო 2019 წელს 6 ერთეულზე და 2020 წელს − 7 ერთეულზე, ხოლო კერძო საკუთრებაში მყოფი მანქანებიდან 2019 წელს − 39 ერთეულზე, ხოლო 2020 წელს − 44 ერთეულზე. დანარჩენ შემთხვევაში (2019 წელს − 48 შემთხვევაში, 2020 წელს 40 − შემთხვევაში) საწვავის ჩასხმა განხორციელდა უნომრო, ე.წ. VIP პლასტიკური ბარათებით.

ასევე საინტერესოა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში ავტომანქანებზე გახარჯა სულ 664,800 ლარის ღირებულების 339,500 ტონა საწვავი. გამოყენებული საწვავის 60% ჩასხმულია VIP ბარათებით.

უფლებამოსილმა პირებმა 100 ტონამდე (30%-მდე) საწვავი ჩაასხეს ისეთი მიმართულებებით გადაადგილებისას (თბილისი, რუსთავი, ბოლნისი, თელავი, გორი, ზესტაფონი, მახინჯაური, ჩაქვი, ბათუმი და ა.შ.), რომლებიც წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, არ უკავშირდებოდა სამსახურში გამოცხადებას ან სხვა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას (მივლინებას).

2019-2020 წლებში 8,800 ლიტრამდე საწვავი გახარჯულია თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის დროს, მათ შორის, 3700 ლიტრამდე (42%) − მარნეულის მუნიციპალიტეტის გარეთ, სხვადასხვა მიმართულებით: თბილისში, რუსთავში, ბოლნისში, გორში, ზესტაფონში, ზუგდიდში, სენაკში, ფოთში და ა.შ.

ასევე, გამოვლინდა ფაქტები, როდესაც ავტომობილებში ერთჯერადად ჩასხმულია ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, საუბარია 19 შემთხვევაზე, როდესაც სულ 12 ავტომობილში, რომელთა ავზების მოცულობა 45-95 ლიტრია, ერთჯერადად ჩასხმულია 80-100 ლიტრი საწვავი, რაც მანქანების ავზის მოცულობებიდან გამომდინარე, ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა.

ქუთაისი

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2019-2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 11 სამორიგეო ავტომანქანა, თუმცა მერიამ ეს რეკომენდაცია დაარღვია, კერძოდ:  ნაცვლად 11 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი 2019 წელს სარგებლობდა ბალანსზე აღრიცხული 31 და პირად საკუთრებაში არსებული 116 ავტომობილით, ხოლო 2020 წელს მერია იყენებდა თავის საკუთრებაში არსებულ 23 ავტომობილს და თხოვების ხელშეკრულება გაფორმებული იყო 105 კერძო საკუთრებაში არსებულ ავტომობილზე (საშუალოდ 111 ავტომობილით მეტი).

წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაიხარჯა 607,700 ლარის ღირებულების საწვავი, მათ შორის, 2019 წელს დახარჯულია 342,300 ლარი, ხოლო 2020 წელს − 265,400 ლარი.

გარდა ამისა 2019-2020 წლებში გამოვლინდა 20 სატრანსპორტო საშუალებაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 45 შემთხვევა, ასევე, 11 ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, დროის მცირე მონაკვეთში, არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის 19 ფაქტი.

ასევე, გამოვლინდა მივლინების ან/და სხვა სახის დასაბუთების გარეშე ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავით გამართვის 484 ფაქტი. ამ შემთხვევებში დახარჯულია 35,600 ლარის ღირებულების 14,300 ლიტრი საწვავი.

შვებულების პერიოდში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილნი, ისარგებლონ მათთვის გამოყოფილი საწვავით. მიუხედავად ამისა, 2019-2020 წლებში დაფიქსირდა შვებულების პერიოდში ავტომობილების საწვავით გამართვის 236 ფაქტი. ჯამში გახარჯულია 15,100 ლარის ღირებულების 6,000 ლიტრი საწვავი

რუსთავი

საქართველოს მთავრობის და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებების მიხედვით, 2019-2020 წლებში რუსთავის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 8 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა.

თუმცა, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე აღრიცხული 14 ავტომანქანით. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი საწვავს გასცემდა თანამშრომლების საკუთრებაში არსებულ 70-77 ავტომანქანაზე (73 საშუალოდ).

სულ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ დახარჯულია 263,900 ლიტრი საწვავი, საერთო ღირებულებით − 516,400 ლარი. მათ შორის, დასაქმებულების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გახარჯულია 185,600 ლიტრი საწვავი.

ზუგდიდი

საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებების მიხედვით, 2019-2020 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 10 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა.

მიუხედავად ამისა 2019-2020 წლებში, მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. კერძოდ, ნაცვლად 10 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 22 სამორიგეო მანქანით და 169 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით.

გარდა ამისა, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაიხარჯა 601,200 ლარის ღირებულების საწვავი, მათ შორის: 228,500 ლიტრი ბენზინი, ღირებულება − 442,500 ლარი და 77,000 ლიტრი დიზელი, ღირებულება − 158,700 ლარი. რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, გამოვლინდა 44 ავტომანქანაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 863 შემთხვევა.

ქობულეთი

2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 14 ავტომობილით, გადაასადგილებლად ჯამში 198,335 ლარის საწვავი დახარჯა. საჯარო მოხელეები ასევე იყენებდნენ პირად საკუთრებაში არსებულ 21  მანქანას, რომელთა საწვავის ხარჯებმა 18,431 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 19,560 ლარის ღირებულების საწვავის გახარჯვა არასამსახურეობრივი მიზნით მოხდა.

აუდიტიმა გამოავლინა 16 შემთხვევა, როდესაც უფლებამოსილ პირებმა მუნიციპალიტეტის სამსახურეობრივი ავტომობილით ისარგებლეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, თუმცა ისინი მივლინებაში არ იმყოფებოდნენ.  აღსანიშნვია, ვერცერთ შემთხვევაში დაასაბუთეს მიზეზი, თუ რატომ გამოიყენეს და გადაადგილებდნენ უფლებამოსილი პირები სამსახურეობრივი ავტომობილით აჭარის რეგიონის გარეთ, მაშინ როდესაც არ იმყოფებოდნენ მივლინებაში.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:58; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

უკანონოდ მოპოვებული ჯამში 700 კგ თევზი – ბრაკონიერობის შემთხვევები საქართველოში

15:46; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

“თუ უკვე შეძენილი გაქვთ პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოთ”- სეს-მა Picot -ის იმპორტიორი დააჯარიმა

15:17; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

ამინდი იცვლება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

12:55; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო _ საია

12:31; 23 იანვარი, 2026

ოზურგეთის სასამართლოში თათია ნიკოლაშვილის საქმის განხილვა შედგა

ფრენბურთის ჩემპიონატს გურიაში, ოზურგეთმა უმასპინძლა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:58; 23.01.2026
საზოგადოება

უკანონოდ მოპოვებული ჯამში 700 კგ თევზი – ბრაკონიერობის შემთხვევები საქართველოში

15:46; 23.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე

15:20; 23.01.2026
საზოგადოება

“თუ უკვე შეძენილი გაქვთ პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოთ”- სეს-მა Picot -ის იმპორტიორი დააჯარიმა

15:17; 23.01.2026
ფინანსები

სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი – საქართველოს ბანკი

15:11; 23.01.2026
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: სტრასბურგმა საჭიროდ არ ჩათვალა აღნიშნული საჩივრების არც დაჩქარებული წესით განხილვა და არც არჩევნების შედეგების შეჩერება

15:04; 23.01.2026
პოლიტიკა

86%-იანი ფასნამატი და ევროპაზე ორჯერ ძვირი პროდუქტები საქართველოში – კობახიძე ბიზნესს ფასების შემცირებას სთხოვს

14:36; 23.01.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: სამი მოქალაქე იმისთვის დააპატიმრეს, რომ ტროტუარზე იდგნენ

14:15; 23.01.2026
პოლიტიკა

„ყველას უნდა დაველაპარაკოთ, პარტიული ნიშნით ვერავის განვასხვავებ“ – ვაშაძის კომენტარი ციხის დატოვების შემდეგ

13:28; 23.01.2026
ფინანსები

ლარი გამყარდა – რა ღირს დოლარი და ევრო

13:08; 23.01.2026
სამართალი

გიორგი ვაშაძემ ციხე დატოვა 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ

12:59; 23.01.2026
საზოგადოება

ამინდი იცვლება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

12:55; 23.01.2026
სამართალი

თბილისის აეროპორტში, მგზავრის ხელბარგში „მეთადონის“ შემცველი 30 აბი აღმოაჩინეს

12:42; 23.01.2026
საზოგადოება

სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო _ საია

12:31; 23.01.2026
საზოგადოება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

12:07; 23.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო