რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები ღამის კლუბებში გუშინ განვითარებულ მოვლენებს და ძალადობას აპროტესტებენ, 80 წლის ია ბაკაშვილიც მივიდა.
როგორც მან “გურია ნიუსთან” აღნიშნა, სახლიდან მხოლოდ იმისთვის გამოვიდა, რომ ახალგაზრდებს მხარი დაუჭიროს:
_ მოვედი იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გვერდით ამოვუდგე, გავამხნევო. ესენი ჩვენი მომავალი თაობაა და არ უნდა დაიჩაგრონ. ყველა უნდა გამოვიდეს და ამათ გვერდით დადგეს, _ უთხრა ია ბებომ “გურია ნიუსს”.