https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ხელფასი ნაციონალური პროპაგანდისა და პრეზიდენტის დახვედრისთვის

6:02; 7.02.2013
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დასაქმების სქემაში ნაციონალური მოძრაობის ინტერესები, სოციალური მომსახურების სააგენტო და მსხვილი კერძო ბიზნესი იკვეთება. სამართალდამცველები ათეულობით ადამიანს დაკითხვაზე იბარებენ იმის გასარკვევად, თუ რა სახით და რისთვის დაასაქმა ისინი წინა ხელისუფლებამ.

როგორც გავარკვიეთ, ჩოხატაურში, ასეთი ტიპის ყველა ხელშეკრულება სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალში გაფორმდა, თუმცა, სააგენტოს უფროსმა, ზურაბ კალანდაძემ არ იცის, რაზე აწერინებდა ხელს მოქალაქეებს, რადგან მას დირექტივა ჰქონდა და მხოლოდ დავალებას ასრულებდა. გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები არც იმ ადამიანებმა იციან, რომლებმაც მერაბიშვილის ხელმოწერილი დადგენილების შედეგად, ორასორმოცი ლარი ისე აიღეს, რომ ერთადერთი სამუშაო, რაც შეასრულეს, “ნაციონალური მოძრაობისთვის” გაწეული აგიტაცია და პრეზიდენტთან შეხვედრებზე სიარული იყო.

მიზეზი იმ დაკითხვებისა, რომელიც გურიაში გასულ შაბათს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის #234 დადგენილებაა “სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის დამტკიცების შესახებ”.

დადგენილების თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2012 წლის 10 ივლისამდე უნდა მიეწოდებინა ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა/აბონენტთა სია; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელ დევნილთა ოჯახების სია.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა უზრუნველყო სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის კითხვარის ფორმის დამტკიცება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; პროგრამის გახორციელებისათვის საჭირო თანხების მოძიება “საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში უნდა დაემატებინა შემდეგი დასახელების პროგრამული კოდი _ “სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა” (პროგრამული კოდი _ 35 02 06);

დადგენილების თანახმად, რომელიც ძალაში 2012 წლის 6 ივლისს შევიდა, პროგრამის მიზანი საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნის ხელშეწყობა გახლდათ.

პროგრამით სარგებლობა შეეძლოთ სამუშაოს მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს. თუმცა, როგორც გაირკვა, ეს დადგენილება ხელისუფლებამ “ნაციონალური მოძრაობის” აგიტაციისთვის გამოიყენა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ ჩოხატაურში ამ პროგრამაში 220 ადამიანი ჩაერთო. თუმცა, მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც სხვადასხვა უწყებაში მუშაობდნენ; მაგალითად, ჩოხატაურის საავადმყოფო “ადითში”, კომუნალურ სამსახურში, “ენერგო პრო ჯორჯიას” ჩოხატაურის ფილიალში და ასე შემდეგ. დასაქმებულებს შორის, როგორც გავარკვიეთ გამგეობის სამსახურის უფროსების ნათესავებიც იყვნენ.

ყველა მათგანს ხელშეკრულება სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალში გაუფორმდა, თუმცა, სააგენტოს უფროსმა, ზურაბ კალანდაძემ არ იცის რაზე აწერინებდა ხელს ადამიანებს.

_ ბატონო ზურაბ, შეგიძლიათ, დეტალურად გვესაუბროთ იმ ხელშეკრულებებზე, რომლებიც აგვისტოს ბოლოს გაუფორმეთ 220 ჩოხატაურელს?

_ მე არავინ არ დამიბარებია და არაფერს ვაფორმებდი.

_ ხელშეკრულებები ხომ სოციალურ სამსახურში გაფორმდა?

_ ხელშეკრულებები აქ გაფორმდა სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვასთან დაკავშირებით იყო და კონკრეტულად, რა ეწერა, არ მახსოვს.

_ სამსახურის ძებნაში უხდიდნენ ადამიანებს ფულს?

_ არ ვიცი, ვერ გეტყვით.

_ არ გაქვთ წაკითხული ხელშეკრულება?

_ როგორც მახსოვს, ამ კუთხით იყო სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა.

_ ჩოხატაურში 80% დაუსაქმებელია. ის 220 ადამიანი რა პრინციპით იყო შერჩეული?

_ ვერ გეტყვით, არ ვიცი სია. ხელშეკრულებები ჩამომივიდა ცენტრალური ოფისიდან.

_ ანუ ცენტრალურმა ოფისმა გამოგიგზავნათ 220-კაციანი სია და დაგავალათ გაგეფორმებინათ ხელშეკრულებები?

_ დიახ, რა თქმა უნდა.

გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები არც იმ ადამიანებმა იციან, რომლებმაც მერაბიშვილის ხელმოწერილი დადგენილების შედეგად 240 ლარი ისე აიღეს, რომ არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ.

_ ბავშვი მყავდა ავად და დასახმარებლად გამგეობას მივმართე. მითხრეს, რომ ბიუჯეტში თანხა არ ჰქონდათ. ცოტა ხნის შემდეგ კი დამირეკეს და შემატყობინეს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში მივსულიყავი. ვიფიქრე, რომ დანიშნული დახმარების თაობაზე მიბარებდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი იყო. ოთახში შესულს, რაღაც ხელშეკრულება მომცეს ხელმოსაწერად და მითხრეს, რომ გაფორმებული ვიყავი სოცაგენტის შესამოწმებლად. აგვისტოს ბოლო რიცხვები იყო და სამთვიანი ხელშეკრულება გამიფორმეს. 10 სექტემბერს 240 ლარი მივიღე, თუმცა, სანაცვლოდ არაფერი გამიკეთებია. ფული ავიღე და მორჩა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სოფელ შუაფარცხმის მცხოვრებმა, ხათუნა ბერძენიშვილმა.

_ როგორც ვიცით, თქვენ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი იყავით?

_ ოფიციალურად ვიყავი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი.

_ ყველა, ვისაც თქვენთან ერთად ხელშეკრულებები გაუფორმდათ, “ნაციონალების” მხარდამჭერები იყვნენ?

_ ეგ არ ვიცი. იმათთან ერთად არც მივლია და არც აგიტაცია გამიწევია.

_ ის თუ იცით, რაში მიიღეთ 240 ლარი?

_ დასაქმებააო, ასე მითხრეს.

_ რომელიმე უწყებაში დასაქმებული იყავით?

_ არსად არაფერი არ გამიკეთებია, ბანკში მივედი, 240 ლარი იყო ანგარიშზე და ავიღე. მეტი არაფერი, არც მიუთითებიათ რამე უნდა გამეკეთებინა თუ არა. პრეზიდენტთან შეხვედრა რომ იყო ოზურგეთში, მაშინ წამიყვანეს და….

_ ანუ, 240 ლარი იმისთვის გადაგიხადეს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრებზე გევლოთ?

_ ერთხელ ვიყავი შეხვედრაზე. დახმარება მქონდა დანიშნული და შემეშინდა.

ხათუნა ბერძენიშვილი ამბობს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, წინასწარ გააფრთხილა, რომ ხელფასს მხოლოდ ერთი თვე მიიღებდა.

კალანდაძე ამ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ის ზემდგომიდან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებდა და წარმოდგენა არ აქვს, რა მიზნით გაუფორმეს ამ ადამიანს ხელშეკრულებები.

260 ლარი მზევინარ სიხარულიძემაც აიღო. ამბობს, რომ ამის სანაცვლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” მცირე აგიტაცია გაუწია.

_ მითხრეს, რომ სოცფონდში ჩავსულიყავი. შემწეობის თაობაზე ადრე განცხდება მქონდა დაწერილი, მაღალი ქულები მომივიდა და ვიფიქრე, რომ ამის გამო მიბარებდნენ. რომ ჩავედი, რაღაც ხელშერკულებაზე მომაწერინეს ხელი. სიმართლე გითხრათ, არც კი წამიკითხავს. ცოტა ხნის შემდეგ კი ბანკიდან დამირეკეს, პასპორტი ჩამატანინეს და 240 ლარი მომცეს.

_ ქალბატონო მზევინარ, რა გითხრეს, რატომ გაძლევდნენ ამ თანხას _ “ნაციონალებისთვის” ხმის მისაცემად და აგიტაციის გასაწევად?

_ მითხრეს, ჩამოიარე ოჯახებშიო. მაშინ ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და ერთი-ორს ვკითხე, ვის აძლევთ ხმას,-მეთქი და 5 ნომერსო, მითხრეს.

_ ამის გამო მოგცეს ეს თანხა?

_ არ ვიცი, რატომ მომცეს. კიდევ უნდა მევლო, მაგრამ არ ჩამომივლია, _ ამბობს სიხარულიძე.

ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოში ამ საქმეზე სამი გამომძიებელი მუშაობს, თუმცა, კომენტარებს არ აკეთებენ.

_ მიმდინარეობს დაკითხვები კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე. დასაკითხ ადამიანთა სია პროკურატურამ მოგვაწოდა. ვერ გეტყვით, როდის დასრულდება ეს პროცესი _ ალბათ, სანამ ყველა არ დაიკითხება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, გია დოლიძემ და დეტალების დასადგენად პრესცენტრთან გადაგვამისამართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის თქმით, საქმეზე ძიებას პროკურატურა აწარმოებს და პოლიცია მხოლოდ იმ ადამიანების დაკითხვას აწარმოებს, რომელთა სია, პროკურატურამ გადაუგზავნა.

ოზურგეთის მთავარი პროკურორის, კახა კოჩივარის თქმით, “აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ძალიან ბევრი ადამიანი იკითხება, როგორც ჩოხატაურიდან, ასევე ლანჩხუთიდან და ოზურგეთიდან.”

_ ბატონო კახა, იქნებ, დაგვიკონკრეტოთ, რატომ იბარებთ დაკითხვაზე ასეულობით ადამიანს?

_ ჯერჯერობით საქმე ძიებაშია და დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბევრი ჩოხატაურელი მოქალაქე “ნაბეღლავის” ქარხანაში გაფორმდნენ და მათი თანხა სწორედ ამ კომპანიამ გადაუხადა, თუმცა, ხელშეკრულებები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ “დასაქმებულ პირებს” გაუფორმდათ გამქრალია და კომენტარების მოპოვება, ამ ეტაპზე, “ნაბეღლავის” ქარხნის ხელმძღვანელობიდან შეუძლებელი აღმოჩნდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი კი ჩვენს კითხვაზე, რატომ იყო ეს ხალხი “ნაბეღლავის” ქარხანაში გაფორმებული, როგორც დასაქმებული, ასე გვპასუხობს:

_ მე არ ვიცი. ეს ვინც ჩაწერა. იმას ჰკითხეთ.

საქართველოს გენერალური პროკურორი, არჩილ კბილაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ პროკურატურა ამ თემაზე ქვეყნის მასშტაბით მუშაობს: _ ჩვენ ამ თემით დაინტერესებულები ვართ და გამოძიებას ქვეყნის მასშტაბით ვაწარმოებთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

არასრულწლოვნის გაუპატურების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

10:22; 29 დეკემბერი, 2025
სამართალი

რესტორანში კაცი გარდაცვლილი ნახეს

00:26; 29 დეკემბერი, 2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

18:37; 28 დეკემბერი, 2025
სამართალი

კორპუსის სადარბაზოდან ეტლი მოიპარეს

14:00; 28 დეკემბერი, 2025
სამართალი

ავტობუსი ხეს დაეჯახა

13:28; 28 დეკემბერი, 2025

საკადრო ცვლილება გამგეობაში

სოფლის რწმუნებულები და "ნაცმოძრაობის" კოორდინატორები პოლიციაში დაიბარეს

ყველა სიახლე

სამართალი

არასრულწლოვნის გაუპატურების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

10:22; 29.12.2025
საზოგადოება

გურიაში თოვს

10:09; 29.12.2025
სამართალი

რესტორანში კაცი გარდაცვლილი ნახეს

0:26; 29.12.2025
საზოგადოება

“საფრთხის დონე მაღალი”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

20:52; 28.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე „იგლ ჰილსზე“: მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას

20:40; 28.12.2025
საზოგადოება

“მოსალოდნელია ძლიერი შტორმი”- მეტეოროლოგი ამინდის შესახებ

20:35; 28.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

18:37; 28.12.2025
მსოფლიო

ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

16:49; 28.12.2025
პოლიტიკა

ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება”- e-Consul

16:36; 28.12.2025
პოლიტიკა

“დუმილის უფლებას რომ ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა”- გია ვოლსკი

14:42; 28.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14:25; 28.12.2025
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28.12.2025
საზოგადოება

“არათუ შემცირებას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ფასები”

14:15; 28.12.2025
სამართალი

კორპუსის სადარბაზოდან ეტლი მოიპარეს

14:00; 28.12.2025
სამართალი

ავტობუსი ხეს დაეჯახა

13:28; 28.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო