“გურია ნიუსი” დაუკავშირდა შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს გოჩა ფერსაშვილს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.
_დღეს სოფლის რწმუნებულები მართლაც არიან დაბარებულნი პოლიციაში დაკითხვაზე, თუმცა რა საქმეზე, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან პოლიციაში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დეტალებს ნამდვილად ვერ გეტყვით, – გვითხრა ფერსაშვილმა.