განცხადება ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მინისტრი კომპანია “ჩერნომორ ენერგოს” განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც აფხაზეთის მთავრობისაგან ენერგოგამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციისათვის სასწრაფო ღონისძიებების გატარებას ითხოვს. აფხაზეთის მთავრობას კი შესაბამისი თანხა არ აქვს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, თემა მნიშვნელოვანი და საინტერესოა.
“აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება ენგურჰესის ხარჯზე ხდება, ამიტომ არსებული ქსელის რეაბილიტაცია, მწყობრში ჩაყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ. მისი განხილვის მზადყოფნას გამოვთქვამთ. თუ ენერგეტიკულ საკითხებზე ვსაუბრობთ, პოლიტიკა გვერდით უნდა გადავდოთ. ეს წინაპირობა მაშინაც არსებობდა, როცა გალის რაიონში ვიმყოფებოდი და ენგურჰესის აგრეგატები დავათვალიერე. მაშინ შევთანმხდით, რომ პოლიტიკაზე არ ვისაუბრებდით და მხოლოდ წმინდა ენერგეტიკულ საკითხებს შევეხებოდით,”- განაცხადა კახა კალაძემ.