მანქანას აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა. საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ეჭვის საფუძველზე, მოხდა ავტომანქანის შესაბამისი დათვალიერება, რის შედეგადაც, როგორც სალონში, ე.წ. ტორპედოსა და ასევე, ძრავის განყოფილებაში რამდენიმე, სპეციალურად მოწყობილი სამალავი გამოვლინდა. სამალავებში ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი, არადეკლარირებული, სხვადასხვა ავტონაწილი ინახებოდა, კერძოდ: ა/მ ძრავის კბილანაღვედი რეზინის _ 150 ცალი, ა/მ ბენდექსი _ 50 ცალი, ა/მ აალებადი სანთლები _ 67ცალი, ა/მ ძრავის რგოლი (კოლცო) 10კომპლექტი (30ცალი), ა/მ ძრავის შუასადები _ 40ცალი, ა/მ საკისარი მეტალის _ 50 ცალი, ა/მ ღვედის დამჭიმი გორგოლაჭი პლასმასის _303 ცალი, ა/მ საჭისჩამკეტი მეტალის 149 ცალი. საქონელს ღირებულების დასადგენად ჩაუტარდა ექსპერტიზა, ექსპერტიზის დასკვნით,საქონლის სატარიფო ღირებულებამ 6977,38 ლარი შეადგინა.