“სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობდნენ მდგომარეობის განმუხტვას, თუმცა აღსანიშნავია, რომ თბილისის მერმა გიგი უგულავამ არ ისარგებლა სპეციალური ალტერნატიული შესასვლელით და დაუბრკოლებლად გაემართა შეკრების მონაწილეებთან, რამაც გამოიწვია მოქალქეთა აგრესია და ფიზიკური დაპირისპირება.
გვსურს, ხაზი გავუსვათ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების ვალდებულებას, დაიცვან მართლწესრიგი და მოახდინონ სხვადასხვა ჯგუფებს შორის შესაძლო დაპირისპირების თავიდან აცილება, ამ ჯგუფების იზოლირების გზით.
ამასთან შევახსენებთ ინცინდენტში მონაწილე პოლიტიკური თანამდებობის პირებს და საჯარო მოხელეებს, რომ გააჩნიათ მათ მიმართ გამოხატული პროტესტის თმენის ვალდებულება და მოეთხოვებათ თავი შეიკავონ პროტესტის გამომხატველ მოქალაქეებთან კონფრონტაციაში შესვლისაგან. თავის მხრივ, მოქალაქეებს მოვუწოდებთ მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი და არ მიმართონ ძალადობას.
“საზოგადოებრივი დამცველი” და “ახალგაზრდები სამართლიანობისათვის” ვგმობთ ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას და მოუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს სასწრაფოდ გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტი და გაატარონ კანონით დადგენილი შესაბამისი ზომები სამართალდამრღვევების მიმართ.
ასევე სამართალდამცავებს მოუწოდებთ მომავალში გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა უსაფრთხოება.” _ ნათქვამია განცხადებში.