სამწლიანი დიპლომატიური ომი _ ქართულ-რუსული დოსიე
2008 წლის რუსულ ქართულმა სამხედრო დაპირისპირებამ მალევე გადაინაცვლა საერთაშორისო არენაზე და ის დიპლომატიურ ომში გადაიზარდა. 5 დღიანი ომის დასრულებიდან ორ თვეში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პირველი რეზოლუციაც მიიღო რომლის მიხედვითაც მხარეები საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა და ომის მიზეზების დამოუკიდებელი საგამოძიებო ღონისძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებას მომდევნო რეზოლუცია მოჰყვა, რომელიც ქართულმა მხარემ გაცილებით დადებითად შეაფასა.