რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძეც ესწრებოდა. პროექტი, სოფლად შექმნილი კოოპერატივებისთვის სახელმწიფოს მიერ შეღავათიან კრედიტების და გრანტების გაცემას უზრუნველყოფს. სამეურნეო კოოპერატივებისთვის, აგრეთვე, დაწესდება საგადასახადო შეღავათები. პროექტის ავტორებმა დამსწრე საზოგადოებას კანონპროექტი გააცნეს და მათგან შენიშვნები მოისმინეს. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად გაზაფხულზე გადაეცემა.
გიგლა აგულაშვილი, აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე: “ამ კანონპროექტით შეიქმნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა შექმნისთვის გამოყენებული იქნება წახალისების მექანიზმები. ამ კანონპროექტის შესაბამისად ვეცდებით გადავჭრათ ის პრობლემა, რაც დაკავშირებულია დაქუცმაცებულ ნაკვეთებთან, რის გამოც ფერმერებს შრომა ძვირი უჯდებათ და არ აქვთ ხელმისაწვდომობა ტექნიკაზე, ტექნოლოგიაზე. მაშინ კი, როცა ისინი გაერთიანდებიან, შესაძლებელი იქნება მათი შრომა რენტაბელური გახდეს და შექმნან კონკურენტუნარიანი პროდუქცია. ეს კანონი იქნება სრულიად ახალი მიმართულების სტიმულირება ფერმერთათვის”.
ქეთევან გეთიაშვილი, კომპანია OXAM–ის წარმომადგენელი საქართველოში: “გაერთიანების შემთხვევაში, მცირე ფერმერები ახერხებენ იმას, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები გადაჭრან ერთობლივად, რასაც საკმაოდ დიდი ეფექტი ექნება და ასევე გაერთიანების შემთხვევაში იქმნება მათი მასშტაბური ეკონომიკური ზრდის რეალური შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ უდგას ამ კანონპროექტის ავტორებს ჩვენი კომპანია გვერდით.”
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას პარლამენტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ევროკავშირის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები იღებდნენ.
ასეთი შეხვედრები შეხვედრები ყველა რეგიონში გაიმართა.