დღეს დილით შეფასებისა და ეროვნული საგამოცდო ცენტრის მიერ უცხოური ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. ინგლისურ ენაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთა შორის, ჯერჯერობით ცნობილია, რომ უმაღლესი 80 ქულა აიღო 3-მა აბიტურიენტმა: პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ლიზი ჩხაიძემ (პედაგოგი ნინო სტურუა), მე-11 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ნინი სანიკიძემ, მე-4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ბესიკ გოგეიშვილმა და კერძო სკოლა “ცოდნის” კურსდამთავრებულმა შოთიკო კვეტენაძემ.
ავტორი