საქართველოს დრიფტის სერიები ლილოში გარდაცვლილ 17 წლის გოგონასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ჩვენი ღონისძიებების მთავარი ამოცანაა, რომ აღმოვაჩინოთ ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თავისი მართვის ოსტატობა და საქართველოს სახელი მსოფლიო დონეზე გაიტანოს. ამ ყველაფრისთვის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი იხარჯება უსაფრთხოებაზე, რომ თქვენ გამოხვიდეთ და უსაფრთხოდ წარმოაჩინოთ თქვენი ნიჭი ხალხის წინაშე. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ცუდი მოგონება გვაქვს ქუჩის რბოლებთან და ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ნებისმიერ თქვენს ნაცნობს, რომელსაც ერჩის ადრენალინი – ურჩიოთ თავისი დონის ჩვენთან ჩვენება და არა ქუჩაში თავისი ან სხვისი სიცოცხლის სასწორზე დაყენება (!) მრბოლელებსაც უმორჩილესად გთხოვთ, მუდმივად მაგალითი მისცეთ და ურჩიოთ სწორი გზა, რომ აღარავინ დაშავდეს ქუჩაში“, _ ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ლილოში მუსტანგის მძღოლი ახალგაზრდებს დაეჯახა. 2 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს მოტეხილობებით და 17 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა 23 იანვარს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლით დაიწყო. მძღოლი დაკავებულია.
წყარო: პრაიმტაიმი