ის აფინანსებს სპორტის ისეთ სახეობას, როგორიცაა “კარატე დო”. ყოველწლიურად აღნიშნული სახეობის უზრუნველსაყოფად გამოიყოფა 8 ათასი ლარი, რაც მხოლოდ ადგილობრივ შეჯიბრებს სწვდება.
სპორტის ეს სახეობა ლანჩხუთში 1992 წელს, ზაზა ლომაძის მიერ ჩამოყალიბდა. მას შემდეგ ამ სახეობაში მოასპარეზე ბავშვებმა ბევრ წარმატებას მიაღწიეს. “კარატე დო”-ს ლანჩხუთის ფედერაციაში სულ 120 მოსწავლეა. მათ შორის არიან საქართველოს ჩემპიონი, ასევე საერთაშორისო, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები.
როგორც “კარატე-დოს” ლანჩხუთის ფედერაციის ხელმძღვანელმა, მერაბ თურქიამ თქვა, 2012 წელს, ფედერაციამ, სხვადასხვა შეჯიბრებებზე 83 ოქროს მედალი მოიპოვა _ ეს შეჯიბრებები იყო საქართველოს რესპუბლიკური, რეგიონალური და საერთაშორისო ტურნირები, აქედან ორი ევროპის და სამი მსოფლიოს ჩემპიონატი. ყველაზე წარმატებული სპორტსმენები არიან გიორგი ჩხაიძე, საბა გოგოძე, დავით წილოსანი და თორნიკე ცინცაძე.
სპორტსმენები საგაზაფხულოდ საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც წელიწადში ორჯერ თბილისში იმართება. იქ გამარჯვებულები ესპანეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.