ქეთევან ბებო მთაგორიან სოფელ ჩოჩხათში ცხოვრობს. ის მარტოა, დროდადრო და აკითხავს ხოლმე, რომელიც გათხოვილია და 88 წლისაა. ზაფხულობით ძმისშვილი ჩადის მასთან, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს.
ქეთევან ბებო, როგორც მისმა ნათესავებმა გვითხრეს, ჯანმრთელობას საერთოდ არ უჩივის, მხედველობის და სმენის პრობლემა არ აქვს და საღ აზრზეა. “მხოლოდ დაბალი წნევები მაწუხებს ხანდახან, რომელსაც წითელი ღვინო შველის,” _ ამბობს ქეთევან ბებო.
100 წლის იუბილე ქეთევან ბებოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიგინეიშვილმა, სოფლის რწმუნებულმა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
როგორც ზაზა ურუშაძემ თქვა, გამგეობამ და საკრებულომ ამ ქალბატონზე პასუხისმგებლობა აიღო: “თუ რამე დასჭირდება მას, ეს იქნება მედიკამენტური თუ სხვა რაიმე სახის დახმარება, აუცილებლად დავეხმარებით, როგორც მას, ისევე მის დას.”
როგორც საუბრისას გაირკვა, 100 წლის ბებოს “კომუნისტურ პერიოდი” ენატრება: “ბევრი რამ მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ ყველაზე კარგი დრო მაშინ იყო, როცა კომუნისტები იყვნენ. ჩაის კრეფა შეიძლებოდა და ყველა დასაქმებული ვიყავით, ახლანდელ მთავრობაში მიშიკო მიყვარდა, მაგრამ ის თუ არ არის კომუნისტი, მაშინ ძალიან ცუდია,” _ წუხილით გვითხრა ქეთევან ბებომ.
100 წლის ქალბატონი საკუთარ თავს თვითონ უვლის და ხელსაქმესაც თვითონ აკეთებს.