ბიძინა ივანიშვილის თქმით საუბარი შეეხო იმას, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი: “რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა ირწმუნოს, რომ სასამართლო არის სამართლიანი. ვისაუბრეთ იმაზე, რომ რეფორმა არის აუცილებელი. ბატონ კოტეს გააჩნია მზაობა და მიუხედავად იმისა, რომ ეს რეფორმა ინიცირებულია იუსტიციის სამინისტროსა და ახალი მინისტრისგან, ცვლილების 80 %-ს ეთანხმება და გააჩნია კითხვები” _ განაცხადა ივანიშვილმა.


































































