“მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგია, ჩვენი შეხვედრა რომ შედგა. ჩვენი შეხვედრა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შედგა და ამასაც მივესალმები. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში უფრო მეტად და ძლიერად იყოს წარმოდგენილი როგორც დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი სისტემა. სწორედ ამას ემსახურებოდა ეს შეხვედრა. კონკრეტულ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ყველა იმ მიმართულებაზე, რაც ხელს შეუწყობს და უფრო გააძლიერებს სასამართლოს. მე იმედი მაქვს, სწორედ ხელისუფლებისგან არის გარკვეული ნაბიჯი გადადგმული სასამართლოს გაძლიერების, რომ სასამართლოს მიმართ სწორედ ისინი უნდა იყვნენ ისეთები, როგორიც უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფლება, ობიექტური შემფასებლები გადაწყვეტილებებისა, ობიექტურად უყურებდეს ჩვენს სასამართლო ხელისუფლებას ოპოზიციაც და ყველა. სასამართლო არის პირველ რიგში თავისუფალი კორუფციისგან და თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკოსისგან.” – განაცხადა კუბლაშვილმა.































































