მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავიდანვე დადებითი განწყობით მივიდა.
“ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დაუშვებელია სასამართლოზე ზეწოლა, მან პირველ რიგში იგულისხმა თავისი გუნდი. მე ვუთხარი რომ ჩვენთვისაც ასევე მნიშვნელოვანია სასამართლო იყოს დამოუკიდებელი არა მარტო უმრავლესობისაგან, რომელსაც გაცილებით მეტი ბერკეტი აქვს, არამედ უმცირესობისგანაც. ეს არის რეალური დამოუკიდებლობა. მას კარგად ავუხსენი, რომ ჩვენი მთავარი მიზანი გასულ წლებში იყო ბევრი რამ, მაგრამ პირველ რიგში ეს იყო კორუფციისაგან თავისუფალი სასამართლო. ასევე ნელ-ნელა გადავდიოდით ხელისუფლებისაგან და ოპოზიციისაგან თავისუფალი სასამართლოს შექმნაზე. ეხლა გვაქვს შანსი, რომ სასამართლო თავისუფლების უმაღლეს წერტილამდე მივიდეს.” _ განაცხადა კუბლაშვილმა გადაცემაში “დიალოგი დავით პაიჭაძესთან”.