ღონისძიების ორგანიზატორი იყო საინიციატივო ჯგუფი “ახალგაზრდობა აბაშის განვითარებისთვის” (თორნიკე ჩიქოვანი, წამყვანი, ნინო გუგუშვილი, თემურ გუგუშვილი, სალომე ცომაია); მხარდამჭერები კი–აბაშის N1 საჯარო სკოლის “თვითმმართველობა” (მეგი ბოკუჩავა და ბექა ბოკუჩავა) და აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.
თამაშში მონაწილეობას იღებდნენ 10-12 კლასის მოსწავლეები. თამაში შედგებოდა სამი ტურისგან,
თითოეულ ტურში 15 შეკითხვა იყო. თამაშში მონაწილე 10 სკოლის 11 გუნდიდან მესამე ტურში მხოლოდ 4 რჩეული გუნდი გადავიდა. ახალგაზრდებმა მომზადების მაღალი დონე აჩვენეს. საკმაოდ დაძაბული თამაშის შემდეგ, მეორე ადგილზე “პირველი მაისის” საჯარო სკოლის გუნდი “ეტალონი” გავიდა, პირველ ადგილზე კი _ მასპინძელი სკოლის გუნდი “აპოფიზი”. ორივე გუნდს სიგელები გადაეცა.
გამარჯვებულ გუნდებს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სპეციალური საჩუქრები გადასცა.