“მე მიმაჩნია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტი, რომელიც, იმედი მაქვს, დამტკიცდება კიდეც იმ სახით, როგორითაც დაურიგდა კომისიის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს, მთლიანობაში ძალიან დადებითად ახავს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ძირითად პრინციებს. მაგალითად, დადებითად არის შეფასებული დებულება, რომ პრეზიდენტს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს არ ჰქონდეს უფლება დანიშნოს წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში; ასევე დადებითად არის შეფასებული წინადადება, რომ პარლამენტმა არამოსამართლე წევრები თავისი შემადგენლობიდან კი არ აირჩიოს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან; რომ მოსამართლე წევრები არჩეულ იქნენ ფარული კენჭისყრით და მხოლოდ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ და არა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. მთლიანობაში ასევე მხარდაჭერილია სასამართლო დარბაზებში ტელეკამერების შეტანის შესაძლებლობაც, თუმცა, დასკვნის ავტორებს გარკვეული, ტექნიკური ხასიათის შენიშვნები აქვთ რამდენიმე წესის მიმართ.
რაც ყველაზე მთავარია, დასკვნის ავტორები შესაძლებლად მიიჩნევენ უკვე გარდამავალ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების ადგილას საბჭოს წევრების არჩევას,რომლებიც არა მოსამართლეთა კონფერენციის, არამედ ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ იქნენ არჩეულნი. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ეფექტური სასამართლო რეფორმის განხორციელებისათვის, რასაც ქართული საზოგადოება ასე მოელის.” _ განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.