გამოფენილი იყო ხელოვნების 60- მდე ნიმუში _ როგორც ნახატები, ასევე გობელენი.
როგორც ახალგაზრდა მხატვრის დედამ თქვა, რუსუდანს მეტყველება არ შეუძლია, თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა მის სათქმელს მისი ნამუშევრები ამბობს: “რუსუდანმა 5 წლის ასაკში დაიწყო ხატვა, თავდაპირველად ოჯახის წევრებს ხატავდა. გოგონას ხელოვანად ქცევაში დიდი წვლილი ნუნუკა ჩხაიძე-ლომაძეს მიუძღვის _ შემთხვევით აღმოჩნდა მის ხელში რუსუდანის ნახატი. ნუნუკამ ლანჩხუთელ მხატვარს, გოგი წერეთელს უამბო რუსუდანის შესახებ. გოგი დაინტერესდა გოგონას ნიჭით და მიიყვანა თოიძის სკოლაში, სადაც რუსუდანმა დაამთავრა გობელენის სპეციალობა. ყველაფერი აინტერესებს _ ქანდაკება, ფერწერა. მან ლანჩხუთის სამხატვრო სკოლა დაამთავრა პირველად და იდეაც გამოფენის მოწყობასთან დაკავშირებით ბატონ რეზოს და სკოლას ეკუთვნის. დღეს დედის დღესთან დაკავშირებით გადაარჩიეს ნამუშევრები და მოაწყვეს გამოფენა.”