(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის “გურიამ” საკუთარ მოედანზე მორიგი შეხვედრა გამართა. ჩვენებურთა მეტოქე ლიგის აუტსაიდერი _ წალენჯიხის “სქური” იყო. ამის მიუხედავად, მატჩი დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, ფრედ 1:1 დასრულდა. “გურია” კვლავაც მეექვსე ადგილზეა. მორიგ შეხვედრას იგი ერთ-ერთ ლიდერთან, “გორთან”, გასვლაზე, 30 მარტს გამართავს, ხოლო 4 აპრილს, ლანჩხუთში გურული დერბი შედგება. შეგახსენებთ, რომ ოზურგეთში გამართული დერბი გასული წლის ნოემბერში “გურიამ” 3:2 მოიგო.