და მათ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, საკრებულოს დეპუტატის დიმიტრი კვერღელიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარუდგინა.
როგორც დეპუტატებმა “გურია ნიუსს” უთხრეს, ზვიად კვაჭანტირაძემ მათ დიმიტრი კვერღელიძის კანდიდატურა პოლიტსაბჭოს სახელით გააცნო: “ეს არის არა მარტო ჩემი, არამედ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებელია გამგეობის დასაბალანსებლად.”
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 37 დეპუტატიდან კვაჭანტირაძესთან შესახვედრად მხოლოდ 7 დეპუტატი მივიდა. როგორც გავიგეთ, უფრო მეტს სურდა მოსვლა, მაგრამ როცა გაიგეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი უნდა დამდგარიყო, თავი შეიკავეს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ავთანდილ მექვაბიშვილი, ლელა ნაცვალაძე, მერაბ მჟავია, გია ხუჭუა, თამაზ სალუქვაძე, ავთო ნემსაძე და თავად დიმიტრი კვერღელიძე.
_ კი, გვქონდა შეხვედრა. ვისაუბრეთ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები არ იყო, იყო სამუშაოს კუთხით, ვესწრებოდით 7 დეპუტატი. გვქონდა საუბარი საკრებულოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით. ზვიადმა გვითხრა, რომ დიმიტრი კვერღელიძის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებააო, _ თქვა “გურია ნიუსთან” შეხვედრაზე მყოფმა რამდენიმე დეპუტატმა.
_ დეპუტატებთან შეხვედრა შედგა ბატონი ზვიადის ინიციატივით. მას ჰქონდა გასაუბრება მათთან საპარლამენტო საქმიანობაზე, მომავალ გეგმებზე, რაც ოზურგეთს შეეხება, _ გვითხრა დიმიტრი კვერღელიძემ.
_ ბატონო დიმიტრი, როგორც ვიცით, შეხვედრაზე თქვენი საკითხი ოფიციალურად დააყენა ზვიად კვაჭანტირაძემ და თქვა, რომ რაც შეიძლება მალე დაგიჭირონ მხარი დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე…
_ კი, კი, ჩემზეც იყო, რა თქმა უნდა, საუბარი. მე მხარს მიჭერენ საკრებულოც მთლიანი შემადგენლობით და ბატონ ზვიად კვაჭანტირაძეც. ხელისუფლების უალტერნატივო კანდიდატურაა დიმიტრი კვერღელიძე. სხვა ალტერნატივა არ არსებობს, _ გვითხრა კვერღელიძემ.
“გურია ნიუსი” ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაადასტურა:
_ საერთოდ, მოვიკითხე ამბავი, მაინტერესებდა მათი აზრი. უპირველესად დაინტერესებული ვიყავი, რა აზრის არიან დაგეგმილ თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით. მათ ჰქონდათ ამის თაობაზე შეხვედრები ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან და ეს მაინტერესებდა.
_ ბატონო ზვიად, როგორც ვიცი, 37 დეპუტატიდან შეხვედრას ესწრებოდა მხოლოდ 7 დეპუტატი, ჩვენი ინფორმაციით, მათ, როცა გაიგეს, შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარის საკითხი უნდა დამდგარიყო, არ მოვიდნენ.
_ დაგეთანხმებით, იყო სულ 7-8 კაცი, მაგრამ ეს ხომ არ იყო საკრებულოს სხდომა? იყო არასამუშაო დღე, ყველა სადღაც გასვენებაში და ქორწილებში იმყოფებოდნენ, ვინც შეძლო, მოსვლა მოვიდა.
_ბატონო ზვიად, შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი ოფიციალურად დააყენეთ?
_ აღვნიშნეთ, რომ “ბუქსაობს” საკრებულო, იგი გახდა უმოქმედო, არ ჩანს ინიციატივები, და არის უფუნქციოდ, ძალიან მიძინებულ მდგომარეობაში. მდგომარეობას სერიოზული გაჯანსაღება სჭირდება. სხვათა შორის, ყველა დამეთანხმა, ვინც იქ იყო, _ გვითხრა ზვიად კავაჭანტირაძემ.