გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    ოზურგეთელი ქეთევან მამალაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

    კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე უალტერნატივოა – კობახიძე

    ერთმანეთს ავტოგადამზიდი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა _ არის მსხვერპლი

    სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა _წყალდიდობას ამ დრომდე ებრძვიან (უცხოეთი)

    ვინ აიღო საპრიზო ადგილები _ 26 მაისისადმი მიძღვნილი სპორტული აქტივობები ჩოხატაურში

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას”- კოტე იოსელიანი

    “გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა” – რას წერს ნიკა გვარამია

    “კოტე, მოგკლეს თუ მოგდღნეს… ყველა ძველი ბიჭი აქაა” _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,, ხმები საიდან მოაქვთ ეგ მაინც გვითხრან…“ – გოჩა მირცხულავა

    რას წერს გიორგი მამარდაშვილი გიორგი ლორიას შესახებ

    “5 ათასი ლარით დამაჯარიმეს”- გოგა ჩანადირი

  • 21-ს ქვევით

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

    ,,80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან”

  • მსოფლიო

    ირანში სკოლები დახურეს და გამოცდები გადაიდო, ისრაელში ყველა სასწავლო დაწესებულება ისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

    ირანმა ისრაელზე მორიგი მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

    საჰაერო ბუშტის ჩამოვარდნის შედეგად პილოტი დაიღუპა- არიან დაშავებულები (უცხოეთი)

    “ირანს ძვირი დაუჯდება მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა”- ისრაელის პრემიერი

    ირანული ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თავდაცვის მინისტრი ლიკვიდირებულია, ხელისუფლება კი რუსეთში გარბის

    დაბადების დღეზე და მასობრივი პროტესტის ფონზე, ტრამპმა აღლუმი ჩაიბარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    ოზურგეთელი ქეთევან მამალაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

    კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე უალტერნატივოა – კობახიძე

    ერთმანეთს ავტოგადამზიდი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა _ არის მსხვერპლი

    სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა _წყალდიდობას ამ დრომდე ებრძვიან (უცხოეთი)

    ვინ აიღო საპრიზო ადგილები _ 26 მაისისადმი მიძღვნილი სპორტული აქტივობები ჩოხატაურში

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას”- კოტე იოსელიანი

    “გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა” – რას წერს ნიკა გვარამია

    “კოტე, მოგკლეს თუ მოგდღნეს… ყველა ძველი ბიჭი აქაა” _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,, ხმები საიდან მოაქვთ ეგ მაინც გვითხრან…“ – გოჩა მირცხულავა

    რას წერს გიორგი მამარდაშვილი გიორგი ლორიას შესახებ

    “5 ათასი ლარით დამაჯარიმეს”- გოგა ჩანადირი

  • 21-ს ქვევით

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

    ,,80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან”

  • მსოფლიო

    ირანში სკოლები დახურეს და გამოცდები გადაიდო, ისრაელში ყველა სასწავლო დაწესებულება ისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

    ირანმა ისრაელზე მორიგი მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

    საჰაერო ბუშტის ჩამოვარდნის შედეგად პილოტი დაიღუპა- არიან დაშავებულები (უცხოეთი)

    “ირანს ძვირი დაუჯდება მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა”- ისრაელის პრემიერი

    ირანული ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თავდაცვის მინისტრი ლიკვიდირებულია, ხელისუფლება კი რუსეთში გარბის

    დაბადების დღეზე და მასობრივი პროტესტის ფონზე, ტრამპმა აღლუმი ჩაიბარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ჭოლას გურიაზე დაუსრულებლად შეუძლია ისაუბროს”

3:03; 29.03.2011
21-ს ქვევით
Share on FacebookShare on TwitterEmail

ძალიან საინტერესო და არაორდინარული. მოულოდნელობებით აღსავსე და დიდი იუმორის პატრონი _ ასე ახასიათებენ კოლეგები  კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობს ონისე ონიანს, რომელიც დღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია

“მამით სვანი ვარ, დედით რაჭველი, მაინც არ არის ჩემი საშველი”. ასე ხუმრობს ჟურნალისტებთან მსახიობი ონისე ონიანი, რომელიც სინამდვილეში ბედს ნამდვილად არ ემდურის. დღეისთვის მას 40-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული და მაყურებლის დიდი სიყვარულიც აქვს მოპოვებული მის როლებს, როგორებიცაა: სერაფიონ გორდელაძე _ დ. კლდიაშვილის “ქამუშაძის გაჭირვება,” ჯემალი _ ლალი როსებას “სახლის ანგელოზები,” მონადირე _ ლაშა ბუღაძის “ექიმი ფრანკენშტეინი,” თაგვი _ ნინო ბასილიას “თაგვი,” მამა _ მარიუს ფონ მაინბურგის “ცივი ბავშვი,”  ლუკა _ ანტონ ჩეხოვის “დათვი,” იოველი _კარლ გუსკოვის “ურიელ აკოსტა,” პაკი _ უილიამ შექსპირის “ზაფხულის ღამის სიზმარი,”  დურიკო ა. ცაგარელის “ხანუმა,” დავითი _ ი. ჭავჭავაძის “ლუარსაბ თათქარიძე”,  ქაქანოვი ა. მორჩილაძისა და ლ. წულაძის “პიგმალიონი” და სხვა.

_ ონისე, როდის მოიხიბლეთ სცენით?

_ ბავშვობიდან სცენაზე ვარ. ქუთაისში, სკოლაში სწავლის პერიოდში ვმღეროდი სახელმწიფო საორკესტრო ანსამბლში. კონცერტებით ხშირად გამოვდიოდით არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ საქართველოს სხვადასხვა რაიონის მაყურებელთა წინაშე. სწორედ მაშინ შემიყვარდა და მოვიხიბლე სცენით. ამასთანავე ჩვენს მეზობლად ცხოვრობდნენ ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები _ ანზორ ხერხაძე, ალექსანდრე ჩიქვინიძე, ოპერის მომღერლები და სხვა ხელოვანები. მე მათ შვილებთან ვმეგობრობდი, ხშირად დავდიოდი მათ სპექტაკლებზე, ვსტუმრობდი ოჯახებში. დიდი ინტერესით ვათვალიერებდი მათ ფოტოალბომებს, სადაც არაჩვეულებრივი სპექტაკლების ამსახველი ფოტოების ხილვით ვტკბებოდი. ასევე დიდი ინტერესით ვკითხულობდი ყველა რეცენზიას, ბევრი მათგანი დღემდე შენახული მაქვს. არასოდეს დამავიწყდება ალექსანდრე ჩიქვინიძისა და იპოლიტე ხვიჩიას გამოსვლა სცენაზე, მათ ჰქონდათ საუკეთესო ტანდემი. ამ ადამიანთა ურთიერთობებით მივხვდი, რომ მათ ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ. შინაგანად ვგრძნობდი, რომ მსახიობი უნდა ვყოფილიყავი. ერთ დღეს მივედი ჩემს მეზობელთან _ ანზორ ხერხაძესთან და ვუთხარი, რომ  თეატრში მინდოდა მუშაობის დაწყება, არ ჰქონდა მნიშვნელობა რად ვიმუშავებდი. ჩემი ოცნება მხოლოდ ერთი იყო, რომ თეატრში ვყოფილიყავი. მართლაც, სკოლის დამთავრების შემდეგ, ქუთაისის თეატრში სცენის მუშად დავიწყე მუშაობა. ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი, ამ დროს აქ მუშაობდა რეჟისორი გოგი ქავთარაძე. ქუთაისის თეატრი ქუხდა. მე, რა თქმა უნდა, ყველა სპექტაკლს ვესწრებოდი. ამასთანავე, უკვე საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი ცხოვრება თეატრს უნდა დაკავშირებოდა.

_ როგორც ვხედავთ, თქვენ დამოუკიდებლად მიიღეთ გადაწყვეტილება პროფესიის არჩევაში…

_ დიახ, 16 წლის ვიყავი, როცა ოჯახში გამოვაცხადე, რომ თბილისში უნდა წავსულიყავი სწავლის გასაგრძელებლად. მშობლებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. თეატრალურ ინსტიტუტში პირველ წელს ვერ მოვხვდი. მეორე წელს ჩავაბარე და მოვხვდი გივი სარჩიმელიძის ჯგუფში. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო სტუდენტობის წლები.

_ ალბათ, ნაყოფიერი სტუდენტური წლების შედეგი იყო ის, რომ, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, თქვენ მარჯანიშვილის თეატრში დაიწყეთ მუშაობა.

_ ეს თეატრი ბავშვობიდან მიყვარდა, ქუთაისში ხშირად ჩამოდიოდნენ ქართული სცენის კორიფეები: თენგიზ არჩვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, ელენე ყიფშიძე, კოტე მახარაძე, სოფიკო ჭიაურელი და სხვები. გული ყოველთვის ამ თეატრისკენ მომიწევდა და მართლაც, 1993 წელს მოვედი მარჯანიშვილის თეატრში. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ამ თეატრთან დამაკავშირა და ამ ლეგენდარული მსახიობების გვერდით მომიწია მუშაობა. საერთოდ თეატრში რომ მიდიხარ, ნულიდან იწყებ ყველაფერს. მე არაჩვეულებრივ რეჟისორთან, მედეა კუჭუხიძესთან ვმუშაობდი წლების განმავლობაში, ვისგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე..

_ თქვენ პარალელურად სხვა თეატრებშიც თანამშრომლობთ…

_ მსახიობებს შესაძლებლობა მოგვეცა, რომ წავსულიყავით სხვადასხვა თეატრში და ჩვენი ნიჭი გამოგვევლინა. პირველი ეს იყო სარდაფის თეატრი, რომელიც ჩემი მეორე თეატრი გახდა. ბატონმა ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრში, როცა “ყვარყვარე თუთაბერი” დადგა, მაშინ შემომთავაზა მასთან თანამშრომლობა. 9 წელი ვიყავი “სარდაფში”. მიუხედავად რთული პერიოდისა, თეატრი, შეიძლება ითქვას, ქუხდა. ასევე ვთანამშრომლობდი სამეფო უბნის თეატრთან, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრთან. ამის შემდეგ, ქალბატონმა სოფიკო ჭიაურელმა მიმიწვია ერთი მსახიობის თეატრში და პარტნიორობა შემომთავაზა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დრო. სპექტაკლით “პლანეტების დაბადება”, რომელიც ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის ბიოგრაფიას მოგვითხრობდა და ძალიან საინტერესოდ იყო გადაწყვეტილი, თითქმის მთელი საქართველო შემოვიარეთ.

_ როგორ რეჟისორთან გირჩევნიათ მუშაობა _ რეჟისორთან, რომელიც გთხოვთ, მხოლოდ მისი მითითებებით  იმოქმედოთ თუ რეჟისორთან, რომელიც თავისუფლებას განიჭებთ?

_  ჩემი აზრით, ყველა მსახიობს უყვარს ის რეჟისორი, ვისთანაც ის თავისუფლად გრძნობს თავს. როცა ის უფრო გალაღებულია, როცა უფრო გახსნილია, ასეთ დროს უფრო ახერხებ ამა თუ იმ როლის გაკეთებას, მაგრამ თუ რეჟისორი ამის საშუალებას არ გაძლევს, მაშინ მსახიობი შეიძლება ჩაიკეტოს, ვერ გაიხსნას. მოგეხსენებათ, მსახიობები მეტად ფაქიზი ხასიათის ადამიანები არიან და მათთან ურთიერთობა დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვს. ამ მხრივ, ბატონი ლევან წულაძე უნიჭიერესი ადამიანია. მას მსახიობებთან მუშაობის თავისი მეთოდი აქვს. ესეც განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, მის მიერ დადგმული სპექტაკლების წარმატებას.

_ წარუმატებელი როლი თუ გქონიათ?

_ არ ვმალავ, მქონდა წარუმატებელი როლებიც. ბუნებრივია. ზოგი არ თვლის საჭიროდ, რომ ისაუბროს წარუმატებელ როლზე, მაგრამ ეს ხომ ჩვენი ცხოვრებაა, აღმართს დაღმართი მოსდევს, ცრემლს სიხარული და ა.შ. კი, ბატონო, ყოფილა შემთხვევა, როცა საერთოდ არ გამომსვლია როლი, მაგრამ ამის გამო ფარხმალი არასოდეს არ დამიყრია. ასეთ დროს ვფიქრობ, რატომ არ გამოვიდა, რა იყო ამის მიზეზი. ვცდილობ, შეცდომები გამოვასწორო და შემდგომი როლის შესრულებისას გავითვალისწინო. ყოველივე ამის შემდეგ კი წარმატებაც მოდის.

_ რას იტყვით ეპიზოდურ როლებზე?

_ იცით რა, მე ვთვლი, რომ ეპიზოდური როლი უფრო რთული გასაკეთებელია. ეს ჩემეული ახსნაა. როცა მთავარ როლს ასრულებს მსახიობი, ამ შემთხვევაში დრამატურგს მოცემული აქვს ამ როლზე ყველაფერი, თავისი დასაწყისით, განვითარებით და დასასრულით. დრამატურგი მთავარ როლზე ყოველთვის გამართულად წერს. ეპიზოდური როლი კი ხშირად იწყება და ვერ ვგებულობთ სად მთავრდება. სათქმელი აქ უფრო ნაკლებია, ამიტომ ამ პატარა როლში იმდენი რამ უნდა თქვა, რომ მაყურებელზე სათანადო ზემოქმედება მოახდინო. შეიძლება სცენაზე 5 წუთით გამოხვიდე და მაყურებელს უთხრა ის სათქმელი, რის თქმაც სურდა დრამატურგს. ეს ადვილი გასაკეთებელი არ არის. პატარა როლს ყოველთვის რაღაცა უნდა დაამატო, კარგად მოფიქრება სჭირდება, ის ჩუქურთმა უნდა გამოიყვანო, რაც ზუსტად მას მიესადაგება. ჩემთვის სულ ერთია, ეპიზოდური იქნება როლი თუ მთავარი, მე ისე მიყვარს. ეს ჩემი პროფესიაა და ორივეს დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ვეკიდები.

_ არიან მსახიობები, რომლებსაც რეპეტიციები უფრო უყვართ, ვიდრე სპექტაკლები, თქვენს შემთხვევაში როგორაა?

_ ერთნაირად მიყვარს, როგორც რეპეტიციები, ასევე ყველა სპექტაკლი. როცა პრემიერაა, წინა ღამით სიხარულისგან არ მძინავს.

_ რა აუცილებელი თვისებებია საჭირო მსახიობისთვის?

_ ხმა, პლასტიკა, ემოცია, ნიჭი, განათლება, ნებისყოფა. ეს ის თვისებებია, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს მსახიობს.

_ რამდენ ხანს გრძელდება მსახიობის პროფესიული ზრდა?

_ პროფესიული ზრდა სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება. შემოქმედებითი აღმავლობა თუ შეწყდა ე.ი. სიცოცხლეც დასრულდა.

_ რამდენად უნდა ასახავდეს თეატრი იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ?

_ მაქსიმალურად. ჩვენ, მსახიობები სათქმელს სცენიდან ვამბობთ. გადმოვცემთ იმ რეალობას, რაშიც გვიწევს ცხოვრება. ამის გარეშე შეუძლებელია. ალბათ, ამიტომაც ჩამოყალიბდა თეატრი თავდაპირველად მეფის კარზე, როცა მეფეს ვერავინ უბედავდა სიმართლის თქმას. მასხარა ეუბნებოდა ხოლმე ხუმრობით, რაზედაც მეფე შემდეგ დაფიქრდებოდა და ხშირ შემთხვევაში ითვალისწინებდა კიდეც მასხარას “შეგონებებს”. სცენა არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ გართობა ხდება,  სათქმელი უნდა თქვას თეატრმა, თუ ამას ვერ ახერხებს, არა მგონია, საინტერესო იყოს ასეთი თეატრი.

_ როგორ იწყებთ როლზე მუშაობას?

_ პირველ რიგში, აუცილებლად წავიკითხავ პიესას, ხაზგასმით კი ჩემს როლს, მერე ნელ-ნელა სამაგიდო მუშაობაში იკვეთება ამოცანები, ხაზი, მიზანსცენებზე გადასვლისას არკვევ როგორი ხასიათი აქვს შენს პერსონაჟს, როგორ დადის, რა აცვია, როგორ ლაპარაკობს, რა მანერები აქვს, რა დამახასიათებელი თვისებები აქვს და ა.შ. როგორც კი ყოველივე ამას გარეგნულ ფორმას მოვუძებნი, მერე მისი ხასიათის მიხედვით ვიწყებ მოქმედებას და ლაპარაკს. საერთოდ, გარეგნული ფორმიდან უფრო მიიოლდება როლის გახსნა.

_ კონტაქტი სცენასა და მაყურებელს შორის სპეციალისტთა კვლევის პოპულარული თემაა. რას იტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით?

_ თუ მსახიობი ზუსტად ისე არ არის ჩართული სპექტაკლში, როგორც საჭიროა და მისგან არ მოდის ემოციის ის დოზა, რომლითაც მაყურებელმა უნდა დაგინახოს, თუ შენს როლს რაიმეს დააკლებ, მაყურებელი აუცილებლად გაგექცევა. მაგრამ თუ შენ საინტერესოდ მიგყავს როლი, თუნდაც მაშინ, როცა შეიძლება 5 წუთით იდგე სცენაზე, მაყურებელი შენია. საერთოდ, მაყურებელს ვერაფერს ვერ გამოაპარებ, ვერ მოატყუებ. ყოველთვის ზუსტად ესმის მსახიობის ის ემოცია, რასაც ის გადმოსცემს თავისი ქმედებით. ერთი სიტყვით, მსახიობი სულ მაღალი ხარისხით უნდა იყო ჩართული იმ საქმეში, რასაც ემსახურება. ამას წინათ, უცხოეთიდან იყვნენ სტუმრები, რომლებმაც ნახეს “პიგმალიონი” სპექტაკლის შემდეგ კი იკითხეს _ ვინ იყო ის მსახიობი, რომელიც ზურგით იდგა სცენაზე და დარბაზი ტაშით დაინგრაო. ეს მსახიობი გახლდათ ბატონი გივი ბერიკაშვილი. ეს არის მაგალითი იმისა თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალი მსახიობი.

_ მარჯანიშვილის თეატრში, ცნობილმა რეჟისორმა მიხეილ კოზაკოვმა დადგა ჩეხოვის “თოლია.” რომელშიც თქვენ მონაწილეობდით

_ დიახ, მე ვერ წარმომედგინა თუ როდესმე მივიღებდი იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომლის რეჟისორი საქვეყნოდ ცნობილი ხელოვანი მიშა კოზაკოვი იქნებოდა. გარდა ამისა, იგი არის ჩემი მეგობრის, მანანა კოზაკოვას მამა. თითოეული რეპეტიცია, ეს, პირადად ჩემთვის, ნამდვილი ზეიმი იყო. არაჩვეულებრივი სანახავი იყო ის თუ როგორ გვიჩვენებდა, როგორ თამაშობდა თვითონ ჩვენს თვალწინ. მე ასეთი სიტყვები მქონდა “დაეცა სცენა, ჩავიდა ქვევით, დღეს ასეთი მსახიობები აღარ არსებობენ.” ამ ტექსტს ისე საოცრად მიხსნიდა, რომ გაოგნებული ვუყურებდი, მინდოდა დაუსრულებლად მეცქირა ამ უნიჭიერესი ადამიანისთვის. სპექტაკლი შედგა. ეს აკადემიური დონის სპექტაკლი დიდხანს დარჩება მარჯანიშვილის  თეატრის მაყურებლის მეხსიერებაში. მომდევნო დღეებში  კი ლიტერატურულ კაფეში გაიმართა პოეზიის საღამო, სადაც კოზაკოვი კითხულობდა ლექსებს. მაყურებელი დატყვევებული უსმენდა ამ უნიჭიერეს ადამიანს. თითოეულ ბგერაში იგრძნობოდა თუ როგორი საინტერესო პიროვნებაა, როგორი დიდი გზა აქვს გავლილი, იქითკენ საითაც ის წავიდა, სადაც ის არსებობს დღეს.

_ როგორია ჭოლა კულისებს მიღმა?

_ ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ, გარდა იმისა, რომ ის ჩემი რეჟისორია. ხშირად გვეპატიჟება თავის აგარაკზე ბეთანიაში. სადაც მივდივართ მე, ჩემი მეუღლე, შვილები და ჩემი ძაღლი _ როკი. ჩვენთან ერთად მოდიან აგრეთვე მსახიობი ქეთი ცხაკაია და მისი მეუღლე მუსიკალური გამფორმებელი ზურა გაგლოშვილი.  იქმნება სალონური სიტუაცია, ერთად ვუყურებთ ფილმებს, ხდება სპექტაკლების გარჩევა, ასევე ვიგონებთ საინტერესო და ამასთანავე კურიოზულ ცხოვრებისეულ ეპიზოდებს. ამ დროს ყოველთვის მიდის საუბარი გურიაზე. ამ საოცრად ნიჭიერ, ენაკვიმატ და სტუმართმოყვარე ხალხზე. გურია მისი სუსტი წერტილია, რაზედაც დაუსრულებლად შეუძლია ისაუბროს. ძალიან უყვარს თავისი კუთხე. ჯერჯერობით, ჩვენ ერთად ვერ წავედით გურიაში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს აუცილებლად მოხდება.

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

21-ს ქვევით

„ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

11:14; 22 მაისი, 2025
21-ს ქვევით

ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

21:44; 20 მაისი, 2025
21-ს ქვევით

რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

12:26; 20 მაისი, 2025
21-ს ქვევით

ბოლო ზარი ჩოხატაურში

11:06; 20 მაისი, 2025
21-ს ქვევით

ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

13:24; 1 აპრილი, 2025

სიმინდის ფილოსოფია

"ლიბერთი ბანკს" ახალი დევიზი სჭირდება

ყველა სიახლე

ფინანსები

რა ეღირება ევრო და დოლარი 17 ივნისს

23:28; 16.06.2025
საზოგადოება

“მადლობა სიყვარულისთვის” _ მერაბ დვალიშვილი ჩოხატაურს სტუმრობდა

18:33; 16.06.2025
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში

15:26; 16.06.2025
მსოფლიო

ირანში სკოლები დახურეს და გამოცდები გადაიდო, ისრაელში ყველა სასწავლო დაწესებულება ისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

15:01; 16.06.2025
სამართალი

სავარაუდო წამება პოლიციის განყოფილებაში – ტატუნაშვილის გამოსაკითხად საგამოძიებო სამსახური გლდანის ციხეში ორ საათზე შევა

12:23; 16.06.2025
მსოფლიო

ირანმა ისრაელზე მორიგი მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

12:20; 16.06.2025
პოლიტიკა

ე.წ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ განვიხილავთ – ელენე ხოშტარია

12:18; 16.06.2025
საზოგადოება

როგორ დაძლიონ სტრესი აბიტურიენტებმა და შეიმსუბუქონ მოსამზადებელი პერიოდი

11:53; 16.06.2025
საზოგადოება

დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო

11:44; 16.06.2025
პოლიტიკა

გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაიბარეს

11:42; 16.06.2025
საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება

21:26; 15.06.2025
სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია

21:11; 15.06.2025
მსოფლიო

საჰაერო ბუშტის ჩამოვარდნის შედეგად პილოტი დაიღუპა- არიან დაშავებულები (უცხოეთი)

18:04; 15.06.2025
მსოფლიო

“ირანს ძვირი დაუჯდება მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა”- ისრაელის პრემიერი

17:14; 15.06.2025
საზოგადოება

“ნათელია, რომ ეს მისი, როგორც ჟურნალისტის, რედაქტორის საქმიანობის საპასუხოდ ხდება”- გინზბერგი მზია ამაღლობელზე

16:41; 15.06.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025
0

ფოტო ხიდისთავის პარკიდან

15:53; 22.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას”- კოტე იოსელიანი

16:22; 9.06.2025
0

“გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა” – რას წერს ნიკა გვარამია

17:30; 8.06.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო