https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ჰოი, დედანო!”

12:03; 12.03.2013
მკითხველი
Share on FacebookShare on TwitterEmail

თუმც წამებულის, მაგრამ მაინც ღიმილით. ამ ფოტოს “გადართმოვისას” (სურებში სურათის გადაღებას ასე ეძახდნენ) ამ ქალს 12-დან 7 შვილი, მეუღლე და ძმა ცოცხლები აღარ ჰყავს. სამი შვილი გადასახლებაშია ხანგრძლივი სასჯელით; ერთი _ ემიგრაციაში, მხოლოდ ერთი ქალიშვილი ეხმიანება ჩუმ-ჩუმად თბილისიდან _ მათ ერთმანეთის ნახვის უფლება არ აქვთ. როგორც ხედავთ, იღიმის ეს უბედური ქალი და ეს არ არის ნაძალადევი ღიმილი. რაღა უნდა აღიმებდეს? ვფიქრობ, თავისი დაქცეული ოჯახის მიწისქვეშა საუფლოს უღიმის და სრულ უიმედობაში ჩავარდნილი, საქართველოს შორეულ მომავალსაც.

კარგი ფოტოხელოვანი კიდევ მრავალგვარად წაიკითხავს ამ სახეს; კარგი ისტორიკოსი კი დაადასტურებს, რომ მსგავსი ბიოგრაფიის მქონე ქართველი დედა საქართველოს არ ჰყავს. კარგი ქვეყანა კი… კარგი ქვეყანა, ამ ბოლო ათწლეულში მაინც, შეძლებდა ამ ღმერთთან ძალიან ახლოს მდგომი ხალხის სათანადოდ დაფასებას.

მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ და ყოველთვის ყველგან გვაგვიანდება.

ბედისწერა, როგორი მწარეც არ უნდა იყოს, ზოგჯერ სასიკეთო სხივსაც გამოაკრთობს. ალბათ, ამიტომაც გადაგვირჩა ამ ქალის სახე, რომელიც ახლახან მისმა უმცროსმა შვილიშვილმა, სურების ჩამქრალი კერიის ერთადერთმა “ამფუტებელმა”, ოჯახის უკანასკნელმა მოჰიკანმა, ასმათ ბერიშვილმა გადმომცა. მე ამ ქალის სახეს მთელი ცხოვრება ვეძებდი, ვიპოვე! სიხარული მარტო ჩემში ვერ ჩავატიე და მინდა, თქვენც გიწილადოთ, ძვირფასო მკითხველო!

კოჯრიდან _ სურებამდე

სურების ხეობაში რამიშვილები სამცხედან მოსულან. დრომ ისინი სხვადასხვა შტოდ განაცალკევა, მეწინავეობა კი შლეგიშვილებს ერგოთ. ოტია რამიშვილი ტყვეთა ტაცებისას მოინათლა “ოტია შლეგათ”. ეს სიტყვა თითქოს უხეშად გამოიყურება, მაგრამ, როცა ის მოტაცებული გოგო-ბიჭების გადასარჩენად გიჟურ თავგანწირვამდე მიდის, ვფიქრობ, საამაყოა. 1893 წელს დიდვანში, დიდი ქორწილი გაიმართა. ოტია შლეგის შვილთაშვილი ბესარიონის და შემოქმედელი აზნაურის ქალის, მაკა მგელაძის ერთადერთი ასული შუასურებელ ნესტორ ბერიშვილზე დაქორწინდა. მართას დიდ მაყრიონს მისი ექვსი ძმაც ამშვენებდა, რომელთაგან უმცროსი, ნოე (კოჟორა) მაშინ თორმეტი წლისა იყო.

სახლი, რომელშიც ქორწილი გაიმართა, 1921 წელსვე ბოლშევიკებმა დაშალეს და ჩოხატაურში მილიციის შენობად აქციეს. ეს წაბლის ხის მშვენიერი სახლი ბევრს დღემდე ახსოვს.

XIX საუკუნე იწურებოდა, წერა-კითხვის მცოდნე ქალი იშვიათობა იყო, მაგრამ მართა საბერიშვილოში “ვეფხისტყაოსნით” შემოვიდა და ამ წიგნით გაზარდა 12 შვილი, მეზობლის შვილები და ბევრი ახლობელი. 1894 წელს დაიბადა პირველი ვაჟი, მალაქია. იგი მომდევნო ძმასთან, შალვასთან ერთად, თუმც მოგვიანებულ ასაკში, ახალგახსნილი უნივერსიტეტის პირველი თაობის სტუდენტი გახდა.

წითელი შიში მოადგა საქართველოს, დამოუკიდებელ საქართველოს მძიმე დრო დაუდგა. რკინის მინისტრს, ახალ უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის პირველ მეპატრონეს, სიმწრით მონაპოვარი უნდა გადაერჩინა. დისშვილები ღამეს ტეხდნენ ბიძის გვერდით კოჯორთან. დამარცხებული მალაქია, ძმათა სისხლის ასაღებად ზღვისპირად მიყვება ბიძას. კოჯრიდან გამოყოლილმა ტიფმა იმსხვერპლა მალაქია ბერიშვილი. დრო არ ითმენდა, ნოე უნდა გაცლოდა საქართველოს. იგი მისულა სარდაფში, სადაც მისი დისშვილი უგონოდ იწვა. ცხვირსახოცით ოფლი მოუწმენდია სიცხიანისთვის, უბეში ჩაუდვია და წასულა _ თურმე სამუდამოდ. 21 წლის მარტში მალაქია სურებში აასვენეს.

ბაბუაჩემის ნაამბობი

“პირველი მარტის ქარბუქში სახლის წინ დასვენებულ მალაქიას მკერდზე დაემხო მართა და არავინ მიიკარა. თოვლმა დაფარა დედა-შვილი, ბოლოს ძალით ააყენეს. მალაქიას გულზე წითელი თოვლი ეყარა, მართას გახსნილი საკინძედან კი ჩანდა _ თავმოკვნეტილი ძუძუდან ისევ ჟონავდა შედედებული სისხლი”.

შვილის სიკვდილი და ბედნიერება ერთად გაგიგონიათ? მაგრამ მართა ასე თვლიდა _ 1921-დან 1924 წლამდე ბედნიერი იყო, რადგან ზახტოურზე ლომის კარელის სასაფლაოზე ხშირად ადიოდა და შვილს გულზე ხელს უსვამდა. 1924 წელს შალვა, ბიძის კვალზე მოსიარულე უდიდესი პოლიტიკოსი ემიგრაციაში გაიქცა. 20 წელი იქ ცხოვრობდა. სამშობლოში დაბრუნებულს, 16 წელი ციმბირში გაატარებინეს. დედას იგი აღარ უნახავს. მესამე შვილი, უნიჭიერესი მათემატიკოსი, ტიტე ბერიშვილი 1939 წელს ვარშავაში გერმანელებმა დახვრიტეს. სამი თვის შემდეგ ააღწია სურებში ამ ამბავმა. მართამ შვილი შეიცხადა და მეორე ძუძუს თავიც მოიკვნიტა სიმწრისგან. 1943 ბიკენტი რუმინეთში დაიღუპა ტყვეობაში. გერონტი და ნოე ათწლეულობით იყვნენ გადასახლებაში. სტალინს პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი ნოე რამიშვილის და მისი დის ოჯახი. ისინი სრულად უნდა განადგურებულიყვნენ. ათ ძმას ორი და ჰყავდა. სამედიცინოს ამთავრებდა ნინო. რუხაძემ დაიბარა თავის კაბინეტში და გაქცეული ძმების დაჭერაში დახმარება მოსთხოვა. რას იზამდა ამ დროს ამაყი მთების შვილი? და რუხაძემ საკუთარი ხელით დაახრჩო ჯეირანივით გოგო. ოლია ბერიშვილი ექიმი იყო, იგი აკადემიკოს ბორია ხვედელიძის და დოცენტ გივი ხვედელიძის დედაა. 1949-ში ოლია ყაზახეთს გადაასახლეს. იქ მან 9 წელი გაატარა.

ჯერ კიდევ 1924 წელში დაჭერილი ოჯახის მამა, ნესტორ ბერიშვილი 1935-ში დაბრუნდა გადასახლებიდან და მალევე გარდაიცვალა. იგი მოწამლეს. ოჯახს აღარაფერი დაუტოვეს _ არც სახლი, არც მიწა და არც ერთი სული თხა, 800 მეწველიდან. მართა მარტო ცხოვრობდა. 1949 წელს თითქმის დაკარგა მხედველობა და იმ გაზაფხულს უმცროსი შვილი, მამია გადმოვიდა საზღვარზე. დედის სანახავად მისულმა, ფეხად გაასწრო რუხაძეს, რომელიც თავად ავიდა სურებში მის დასაჭერად.

ბაბუას ნაამბობი

“ალყაშემორტყმული პატარა სახლის აივანზე მართა გამოჩნდა დილის ბინდბუნდში, რუხაძემ თავად გამოუცხადა _ დაჭერილი ხართ და წამოგყევიო. მართამ შავი ცახოცი მოიგლიჯა, 86 წლის შავი თმები გაიშალა, “რუბაშკის” ღილებს ხელი დაჰკრა და მკერდი გადაიღეღა, ხელისგულებზე თავწაგლეჯილი, დამჭკნარი ტყავები დაიწყო და დაწყევლა სტალინი. რუხაძე შეშინდა. პირი იბრუნა. “ტაბურეტკაზე” დააკრეს მართა და გზამდე ისე ჩაიყვანეს. მანქანა ჩახჩახით გაუდგა გზას, რომლითაც ნოე რამიშვილის და, უკან ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა”.

ამ გზით, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ნელ-ნელა ბრუნდებოდნენ გადარჩენილები, თუმც ძალიან ცოტანი. მართა ყაზახეთში ჩასვლამდე გზაში დაიღუპა.

არ შემიშვეს

გასული წლის თებერვალში, ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა. მე ჩემი გულისტკივილი, სურებში დაკრძალულ და მის შემდეგ არხსენებულ მალაქია ბერიშვილზე გამოვხატე. გამოარღვია ხალხი ქალბატონმა ლელა იმედაშვილმა, შემომაფართქალდა და გადამეხვია ეს რა გმირი გვყოლიაო. სასწრაფოდ მივხედოთ მის ხსოვნასო, _ მოუწოდა მათ, ვისაც ეს ევალებოდა. მე კი ორი დღის შემდეგ, თავისთან დამიბარა საჭირო მასალებით. ეს ხომ ჩემი ოცნება იყო! მეორე დღეს თოვლმა გზები ჩაკეტა, ორი კვირის შემდეგ მივადექი ჩოხატაურის “თეთრ სახლს”. თურმე, წინასაარჩევნო შიშის მოსაპოვებელი ბრძოლა დაწყებულიყო. დაცვამ კარებში არ შემიშვა, შეურაცხყოფილი უკან გამოვბრუნდი. ერთი კვირის შემდეგ ისევ ვცადე გამგებლამდე მიღწევა, ისევ გამომაბუნძულეს. წერილით შევეხმიანე ქალბატონ ლელას და ის გამომივიდა, რომ ჩემი მასალების ნაწილი სამუდამოდ დავკარგე.

გულუბრყვილობით არ მომსვლია ეს, ძვირფასო მკითხველო. ვიცოდი, არავის ადარდებდა არც კოჯრის გმირების და არც საქართველოს ბედი. ყველას, დაწყებული რაიონის და დამთავრებული ყველა სოფლის გამგებლით, ერთი მიზანი ჰქონდათ _ ხმების მოპოვება.

დედას საფლავი არ აქვს

და ისტორიამ კიდევ ერთი თებერვალი მიითვალა. 72 წელია, ელოდება მალაქია ბერიშვილი ჭირისუფალს. სურების მიწაში მარტო მალაქია წევს, დანარჩენი 11_ის ძვლები უცხოეთში ბორგავენ. დედა? დედას საფლავი არა აქვს.

ბაბუას ნაამბობი

“სოფელი ღამეს უთევდა მწუხარე ოჯახს. გამთენიას მართას ჩაეძინა. ეზოში ხალხი ხმადაბლა მსჯელობდა:

_ დათვი რომ მოგერევაო, ბაბე უნდა დუუძახოო!

ვის ებრძვი, კაცო, შენ, ვინცხა სურებელი _ სტალინს?!

_ ყველამ რომ მასე იფიქროს, ვინ დეიცავს ამ ქვეყანას და ამ მიწას, ზაქარია?

_ ვინცხამ უნდა იმან დეიცვას, ჩემო ბიძია, ქვეყანა და აი მიწა მეც ქე მიყვარს, მაგით ვირჩენ თავს, მარა, შვილს ვერ გავწირავ მაგიზა!

პარმახზე მართა გამოვიდა:

_ შენ მიწა მარტო ჭადის მოსაყვანად გინდა, ზაქარია, შენი ჯიში ვერ გაწირავს თავს ამ მიწიზა. მაგი, რომ ქნა ოტიე შლეგის და გოგიე ნათათრის (ბერიშვილების წინაპარი) ჯიშის უნდა იყო მაშინ, თვარა, შენ ძველს ცოლი რომ მოსტაცეს თათრებმა, სამი დღეი ფუღუროში იმალებოდა, არ მობრუნდნენ უკან და მეც არ წამიყვანონო…და მართამ მოთქმა გააგრძელა”.

რა იქნებოდა?

72 წლის წინანდელ ამბავს ვყვები და ვფიქრობ, სინანულით “ჰოი, დედანო”, მართლაც და რა იქნებოდა, “რომ ჩვენთა დედათ, სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ”? რა იქნებოდა და სურები თავს არ დაუხრიდა შიშს, რომელიც მხოლოდ კუჭზე გადის და ეს საოცარი წარსულის მქონე კუთხე საჭარბავამდე სავსე გოდრებით არ ჩამოურბენინებდა ნაციონალურ ხმებს ჩოხატაურის კრაზანას ბუდეს. მაშინ ვიღაცა გამოჩნდებოდა ამ ხალხის ისტორიის გასამზეურებლად სოლიდური მონახვეჭიდან მცირე თანხას გაიმეტებდა…

მაშინ სურებელი ბავშვები დაბლა დაიხედავდნენ და იფიქრებდნენ, რომ მშობელი მიწა მარტო მჭადის მოსაწევად არ უნდა გვინდოდეს. მშობელი მიწა ჩვენი მაჯისცემაა და იგი არ უნდა გაჩერდეს და ამ მიწის სიყვარულს დედები უნდა ასწავლიდნენ შვილებს.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მკითხველი

რუსეთის რეგიონებს დრონები დაესხნენ თავს _ მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს

10:33; 4 აპრილი, 2025
მკითხველი

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 95 სამხედრო დაიბრუნა

11:29; 19 ოქტომბერი, 2024
მკითხველი

“როცა ერი პოლიტიკურ ასპარეზზე მარცხდება, კულტურას უნდა მიმართო”

09:11; 11 ნოემბერი, 2019
მკითხველი

მწერალთა სახლში იოსებ სიბოშვილის წიგნების პრეზენტაცია შედგა

11:09; 19 სექტემბერი, 2019
მკითხველი

14 წლის ბიჭს დენმა დაარტყა და დაიღუპა

10:08; 12 აგვისტო, 2019

"პარლამენტს და მოსამართლეებს ორკვირიან ვადას ვაძლევთ"

პრემიერ-მინისტრის დავალებით, იპოთეკის საკითხებზე სპეციალური ჯგუფი შეიქმნა

ყველა სიახლე

საზოგადოება

კლინიკაში კაცი გარდაიცვალა

21:49; 2.03.2026
პოლიტიკა

ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანობისკენ

20:48; 2.03.2026
მსოფლიო

აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

20:39; 2.03.2026
საზოგადოება

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი

20:30; 2.03.2026
საზოგადოება

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

19:39; 2.03.2026
პოლიტიკა

„ომი გინდათ?“ – ახლა ისეთი რელევანტურია, როგორც არასდროს” _ ნინო წილოსანი

17:37; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

16:13; 2.03.2026
საზოგადოება

როგორი იქნება ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა _ საპროექტო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

13:43; 2.03.2026
სამართალი

ჩოხატაურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

12:49; 2.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

12:40; 2.03.2026
პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი – ირანში რეჟიმის ჩამოშლა იოლი არ არის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია არაფერს ნიშნავს, ამით ისტორია არ მთავრდება

12:39; 2.03.2026
პოლიტიკა

რა აკავშირებს ირანის დროებითი სულიერ ლიდერს ალირეზა არაფს საქართველოსთან

11:32; 2.03.2026
სამართალი

ავტობანიდან მანქანა გადავარდა

11:11; 2.03.2026
საზოგადოება

ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა

11:06; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

16:13; 2.03.2026
0

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო