ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა გამოცდილების გაზიარება ლატვიაში განხორციელებული ადმინისტრაციული რეფორმებისა და რეგიონული მმართველობის საკითხებში. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ქალბატონ ინესე ლიბინა-ეგნერესთან. ამასთანავე, შეხვედრები გაიმართა ლატვიის პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების ხელმძღვანელებთან, ლატვიის გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან და ასევე რეგიონული ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან. ლატვიურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა მომავალში აღნიშნულ სფეროში გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით. შეხვედრებზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ლატვია აქტიურად განაგრძობს მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს. ვიზიტი ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, _ იუწყება აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნო.