https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების პაკეტის მიმოხილვა

3:03; 30.03.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2011 წლის 11 იანვარს დაამტკიცა “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი”. წარმოგიდგენთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი მოსახლეობისთვის შეთავაზებული სოციალური დახმარებების პაკეტის ზოგად მიმოხილვას.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, სოციალური დახმარება ორი სახისაა: ფულადი და არაფულადი.

1) ფულად სოციალურ დახმარებებში შედის: ახალშობილთა ოჯახების დახმარება; დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება; სამშობლოს დაცვისას დაღუპულ და ომის შემდგომ გარდაცვლილი მეომართა სარიტუალო მომსახურება; საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახებისადმი ერთჯერადი და ყოველთვიური დახმარება; მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ქვრივებისადმი მატერიალური დახმარება; უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება; ლტოლვილთა ერთჯერადი დახმარება; დედ-მამით ობოლი ლტოლვილი სტუდენტისთვის დახმარება; ეკონომიურად შეჭირვებულ ოჯახებზე სათბობის შეძენაზე დახმარება; სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისადმი დახმარება; მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. ამათგან მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი ყოველთვიური დახმარება, დედ-მამით ობოლი, ლტოლვილი სტუდენტისადმი დახმარება ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში გაიცემა, ხოლო ფულადი სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა ერთჯერადად ხდება.

2) არაფულადი სოციალური დახმარებები მოიცავს: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (ფენილკეტონურიით დაავადებული) ბავშვების დახმარებას; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა ინკლუზიური სწავლების დაფინანსებას; 18-დან 60 წლამდე ასაკის იმ პირებისათვის სასწრაფო სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებაზე დახმარებას თანადაფინანსებით, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით; 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო სასწრაფო სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსებას.

შეიცვალა ადგილობრივი ხელისუფლების მიდგომა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებასთან მიმართებაში და დაწესდა გარკვეული კრიტერიუმები. ასე, მაგალითად: იმისათვის, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მრავალშვილიანმა (იგულისხმება ოთხი და მეტი შვილი) ოჯახმა, ან ოჯახმა, რომელსაც ახალშობილი შეეძინა, მიიღოს ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარება, დამატებით კიდევ ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: 1) რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და 2) ოჯახის სარეიტინგო ქულა უნდა იყოს: ა) 57 000-ზე მეტი და არ აღემატებოდეს 100 000-ს _ მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარების შემთხვევაში; ბ) 70 000-ზე მეტი და არ აღემატებოდეს 100 000-ს _ ახალშობილის ოჯახების ერთჯერადი დახმარების შემთხვევაში. ანუ პირველ (ე.ი. მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარების) შემთხვევაში ბენეფიციარი (სოციალური დახმარების მიმღები) შეიძლება იყოს მხოლოდ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის ოჯახი, რომელიც სახელმწიფოსგან სარგებლობს სამედიცინო პოლისით, მაგრამ არ ღებულობს ფულად შემწეობას, ხოლო მეორე შემთხვევაში კი ახალშობილის ოჯახების ერთჯერადი დახმარების ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს ასევე მხოლოდ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის ოჯახი, რომელიც სახელმწიფოსგან არ სარგებლობს არც სამედიცინო პოლისით და არც ფულადი შემწეობით.

ორივე შემთხვევაში დახმარების დასანიშნად ან მისაღებად მშობლებმა გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში); დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებიდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ. გარდა ამისა, ახალშობილის შეძენის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას კიდევ ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების შემთხვევაში კი _ ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები და ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფულადი დახმარება თითოეულ მრავალშვილიან ოჯახზე განისაზღვრება თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო ახალშობილთა ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა კი _ 200 (ორასი) ლარის ოდენობით ახალშობილზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტით ქ. თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის, აფხაზეთის კონფლიქტისა და სამაჩაბლოში რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაღუპულთა თითოეული ოჯახისთვის (გარდა იმისა, რომ ისინი ერთჯერადად მიიღებენ ფულად დახმარებას თითოეული 200 (ორასი) ლარის ოდენობით) გათვალისწინებულია დამატებით ყოველთვიური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ადგილობრივი ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს დედ-მამით ობოლი, ლტოლვილი სტუდენტისთვის ბანკში ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის გადარიცხვას, უმაღლესი სასწავლებლიდან წარმოდგენილი ცნობის საფუძველზე.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადად 50 (ორმოცდაათი) ლარი გაიცემა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ქვრივებზე. დახმარება გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, 2011 წლის 9 მაისს, დაზუსტებული სიის მიხედვით.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ გარკვეული სახის სოციალური დახმარებაა გათვალისწინებული დედ-მამით ობოლი ბავშვებისთვის. კერძოდ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან _ 1 ივნისთან დაკავშირებით, ყოველ ასეთ ბავშვზე ერთჯერადად გაიცემა დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებიდან მეურვის ვინაობის შესახებ; გ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი.

ადგილობრივი ბიუჯეტი ითვალისწინებს ასევე ეკონომიურად შეჭირვებული ოჯახებისთვის სათბობის შესაძენად ერთჯერად ფულად დახმარებას 180 (ასოთხმოცი) ლარის ოდენობით. დახმარება პირველ რიგში გაეწევათ პირებს, რომლებიც არიან შრომისუუნარო მარტოხელები, მარტოხელა მოხუცები, შრომისუნარმოკლებულები და დახმარების თხოვნის მომენტში, სხვადასხვა მიზეზების გამო, უკიდურეს გასაჭირს განიცდიან. დახმარების მისაღებად გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნას: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის _ რწმუნებულის შუამდგომლობა; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებიდან მარტოხელობისა და შრომისუუნარობის შესახებ. აქვე უნდა გაესვას ხაზი იმ გარემოებასაც, რომ ზამთრისათვის საჭირო შეშის შესაძენად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აღრიცხვაზე მყოფ ლტოლვილთა თითოეულ ოჯახს ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ერთჯერადად გადაერიცხება 180 (ასოთხმოცი) ლარი.

ერთჯერადი ფულადი დახმარებაა გამოყოფილი ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთათვის _ თითოეულ ხანდაზმულ პირზე დაბადების დღის აღსანიშნავად ერთჯერადად გაიცემა 300 (სამასი) ლარი. დახმარების მისაღებად ხანდაზმული პირის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) ხანდაზმული პირის წერილობითი განცხადება; ბ) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი _ თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებიდან ხანდაზმული პირის პენსიონერობისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

სოციალური დახმარებების პაკეტი ითვალისწინებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფულად სოციალურ დახმარებას _ სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს უფლება აქვთ მოითხოვონ ყოველთვიური დახმარება საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის. თითოეულ ასეთ ოჯახს ბინის დაქირავებისათვის, დახმარების მიღების საფუძვლის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ყოველთვიურად მიეცემა თანხა 100 (ასი) ლარამდე ოდენობით. დახმარების მისაღებად მოქალაქემ გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; დ) ნოტარიული წესით დამოწმებული ბინის ქირავნობის ხელშეკრულება. სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა მდგომარეობას შეისწავლის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახური, კომისიური წესით.

გარდა ზემოთ აღნიშნული ფულადი სოციალური დახმარებებისა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოცპაკეტი ითვალისწინებს აგრეთვე არაფულად სოციალურ დახმარებებსაც.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან არაფულადი სოციალური დახმარების მიმღებნი არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვები. ეს ის კონტინგენტია, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიეტის დაცვასა და ცილაგამოცლილი პროდუქტებით კვებას. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 4 ასეთი ბავშვი იმყოფება აღრიცხვაზე. ამ კონტინგენტის სათანადო საკვებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 6 000 (ექვსიათასი) ლარი _ თითოეულ ბავშვზე 1500 (ათასხუთასი) ლარი. აღნიშნული თანხა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გადაერიცხება პროდუქტების შემომტან ორგანიზაციას, საბანკო ანგარიშზე. ეს ორგანიზაცია კი უზრუნველყოფს მთელი წლის განმავლობაში ცილაგამოცლილი საკვები პროდუქტების შემოტანასა და ამ პროდუქტებით ზემოაღნიშნული 4 ბავშვის უსასყიდლოდ უზრუნველყოფას.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის სოცპაკეტი ითვალისწინებს ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების (მოსწავლეთა) ინკლუზიური სწავლების დაფინანსებას. ასეთ ბავშვთა (მოსწავლეთა) ინკლუზიური სწავლების დასაფინანსებლად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგენს მიმართვას და პროექტს ინკლუზიური სწავლების განხორციელების პირობების შესახებ. ინკლუზიური სწავლების დაფინანსებაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 4200 (ოთხიათასორასი) ლარი. აღნიშნული თანხა, წარდგენილი მიმართვისა და პროექტის საფუძველზე, საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლას.

აღსანიშნავია ისიც, რომ 18-დან 60 წლამდე ასაკის პირებს, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია და არ აღემატება 100 000-ს, უფლება აქვთ მოითხოვონ სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან; დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურა; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებიდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.

დახმარება გაიცემა სასწრაფო შემთხვევაში 40%-ის თანადაფინანსებით, მაგრამ არა უმეტეს 300 (სამასი) ლარისა, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში კი _ არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

ანალოგიური წესით, 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია და არ აღემატება 100 000-ს, უფლება აქვთ ისარგებლონ სასწრაფო სამედიცინო სტაციონალური მომსახურეობის თანადაფინანსებით. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი; დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან და ანგარიშფაქტურა; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებიდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ. დახმარება გაიცემა 50%-ის თანადაფინანსებით, მაგრამ არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა. თანხა გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.

ასეთი გახლავთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების პაკეტის მოკლე მიმოხილვა.

ირაკლი პაპავა, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტი

სტატია მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სახალხო ინიციატივები დემოკრატიისთვის” ფარგლებში

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“მომწამვლელია, სიკვდილს იწვევს, მისი მირთმევიდან პირველადი სიმპტომია ღებინება” – ექიმის საგანგებო გაფრთხილება საზოგადოებას

15:04; 26 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ორბელიანის მოედანზე რამდენიმე მანქანა დაიწვა

13:26; 26 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ასეთი ტკივილი ერთ სოფელს იშვიათად დაატყდება თავს” _ ჩოხატაურში ახალგაზრდებს გლოვობენ

12:02; 26 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“დაგეგმილია სამუშაოები მრავალი მიმართულებით” _ რომელი კომპანია განახორციელებს ზედამხედველობას

11:45; 26 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ავადმყოფობამ საახალწლოდ შემოგვიტია” _ ოზურგეთში აფრიკული ცხელებით კვლავ ბევრი ღორი დაიხოცა

11:43; 26 დეკემბერი, 2025

ოზურგეთი "ოფსაიტშია"

14 000 ლარი მაუწყებლის ლიცენზიაში

ყველა სიახლე

საზოგადოება

“მომწამვლელია, სიკვდილს იწვევს, მისი მირთმევიდან პირველადი სიმპტომია ღებინება” – ექიმის საგანგებო გაფრთხილება საზოგადოებას

15:04; 26.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციაზე: ისინი დადგნენ მაღალი ფასების მხარეს

14:42; 26.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ქმნის განათლების შესაძლებლობებს

14:26; 26.12.2025
ფინანსები

2026 წლის მთავარი დოკუმენტი ერთხმად დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

13:41; 26.12.2025
პოლიტიკა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია “ევროპელი სოციალისტები” შეიქმნა

13:36; 26.12.2025
საზოგადოება

ორბელიანის მოედანზე რამდენიმე მანქანა დაიწვა

13:26; 26.12.2025
ფინანსები

დავით დარჩია: “ქვეყანა ეკონომიკური აღმავლობის ფაზაშია”  

12:37; 26.12.2025
საზოგადოება

“ასეთი ტკივილი ერთ სოფელს იშვიათად დაატყდება თავს” _ ჩოხატაურში ახალგაზრდებს გლოვობენ

12:02; 26.12.2025
საზოგადოება

“დაგეგმილია სამუშაოები მრავალი მიმართულებით” _ რომელი კომპანია განახორციელებს ზედამხედველობას

11:45; 26.12.2025
საზოგადოება

“ავადმყოფობამ საახალწლოდ შემოგვიტია” _ ოზურგეთში აფრიკული ცხელებით კვლავ ბევრი ღორი დაიხოცა

11:43; 26.12.2025
ფინანსები

ტენდერი ბენეფიციარების კვებისთვის

11:40; 26.12.2025
ფინანსები

მერიასა და საკრებულოში ხელფასები იზრდება

11:38; 26.12.2025
პოლიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

11:30; 26.12.2025
ზაფრანი

ვისთვის იქნება 2026 წლის იანვარი განსაკუთრებით წარმატებული

11:00; 26.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო