და დასძენს, რომ დამატებით სიებში მოხვედრილი ადამიანები ვაუჩერების მოლოდინში არიან. თუმცა, გარკვეულ რეგიონებში, სადაც დარიგდა ვაუჩერები, მოსახლეობა უკმაყოფილობას ვეღარ მალავს იქედან გამომდინარე, რომ ფართობის სწორი აღწერა ვერ მოხერხდა და ბევრმა ვერ მიიღო მათთვის კუთვნილი ღირებულების ვაუჩერი.
ალექსანდრე ლომოური: “მე დამიკავშირდა გორის რაიონიდან ერთ-ერთი ადამიანი და მითხრა, რომ მას აქვს 2,35 ჰა ხილის ბაღი და ამასთანავე აქვს სახნავი 0,15 ჰა. სწორედ იმის გამო, რომ მან რეალურად აჩვენა სახნავი ფართობი, ამ მიიღო 100 ლარიანი ვაუჩერი და არ გაითვალისწინეს მცენარის მოვლა-შენახვის ღირებულება. ხოლო იმათ, ვისაც მხოლოდ 1,25 ჰა ხილის ბაღი ჰქონდათ, 640-ლარიანი ვაუჩერი მიიღეს. ის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ არის კოორდინირებული მუშაობაში რეგიონალურ მუნიციპალიტეტებთან, უკვე კარგად ჩანს. საინტერესოა, როდის მოხდება დამატებითი სიების გადამოწმება და რამდენად ეფექტური იქნება ვაუჩერების დარიგების პროცესი? ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის ფარგლებში საზოგადოებას დამატებითი სუფსიდიების სახით ხეხილის ბაღების მოვლა-შენახვისათვის შესაბამისი ღირებულების ბარათიც უნდა გადასცეს.”