https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დაუბრუნებს თუ არა ვანო მერაბიშვილი ნუგზარ შევარდნაძეს ორ ჰექტარ მიწის ნაკვეთს

20:03; 20.03.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თუმცა, ამჟამად ვლინდება ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც აქამდე საიდუმლოდ ინახებოდა.

ეს საქმე ეხება ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ “გურიას” ქონებას, კონკრეტულად კი გრიგოლეთში, შავი ზღვისა და მდინარე სუფსის შესართავთან მდებარე, მწვანეში ჩაფლულ კომპლექსს, რომლის განადგურება და ხელში ჩაგდების სურვილი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ჰქონდათ. მოგვიანებით კი, ანალოგიური სურვილი “ნაცხელისუფლებამაც” გამოავლინა.

სწორედ ამიტომაც ვერ მოხერხდა დღემდე ქართულ ფეხბურთში ბრენდად ქცეული “გურიასთვის” სპონსორის პოვნა _ ზღვისპირა წალკოტზე მუდამ ჩინოვნიკებს ჰქონდათ თათი დადებული, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ დღემდე ძირითად ნაწილს ვერავინ შეეხო.

ჯერ კიდევ 1986 წელს, როცა “გურიამ” სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭომ კლუბს გრიგოლეთში 6,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოუყო. აქედან 5,8 ჰექტარი ძირითადი ფართი და 0,7 ჰექტარი პლაჟის მიმდებარე ტერიტორია. პირველად ეს ქონება შევარდნაძის მაღალჩინოსან პროკურორებს მოუნდათ, 150 ლარ ხელფასზე მყოფი პროკურორი 150 ათასს იხდიდა მილიონებად შეფასებულ ნაკვეთში. მანამდე კი ბაზა აუქციონზე გასატანად “მოამზადეს”, კლუბისათვის აკიდებული ვალების მიზეზით. მაშინდელი აქუციონი ჩაიშალა, რადგან ფეხბურთის გულშემატკივრებმა სააღსრულებლო ბიუროს პიკეტირება მოახდინეს. საკითხით პრეზიდენტი შევარდნაძე დაინტერესდა. ამბობენ, რომ იგი საქმის კურსში რკინიგზის მაშინდელმა შეფმა, აკაკი ჩხაიძემ ჩააყენა. შევარდნაძე ჩაერია და ჩხაიძეს საქმის და “გურიას” მიხედვა თხოვა. ამის გამო რკინიგზის მაშინდელი შეფი ძალიან კმაყოფილი დარჩენილა, პრეზიდენტმა დავალება პირადად მომცაო.

მაშინ ჩხაიძემ ერთგვარი ხრიკიც იხმარა _ ბაზის დროებით პარტნიორად რკინიგზის დეპარტამენტი შემოიყვანა. ამით მან შევარდნაძის მმართველობაში კლუბს ბაზა შეუნარჩუნა.

მოგვიანებით, ქონებით დაინტერესებას უკვე სააკაშვილის მაღალჩინოსნები იჩენდნენ. ამ მიზნით, ბაზა ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, ოღონდ ცალკე სუბიექტად. ეკონომიკის უწყებასვე ეკუთვნოდა თავად კლუბიც, მაგრამ “ვარდების ხელისუფლებამ” წამგებიან-ვალებიან “გურიას” ღირებულ-თვალდადგმული ბაზა საბოლოოდ ჩამოაშორა.

მაშინ ერთდროულად გაჟღერდა ორი გავლენიანი სუბიექტის ინტერესები _ საუბარია “ვარდოსანი საქართველოს” ეკონომიკის მამად წოდებულ კახა ბენდუქიძესა და სოფლის მეურნეობის მინისტრობიდან გურიაში გუბერნატორად ჩამოლაბორანტებულ მიხო სვიმონიშვილზე. დადასტურებული ინფორმაციით, ამ უკანასკნელს გრიგოლეთში სულაც საცხენოსნო სპორტის განვითარება სურდა. ცნობილი ფაქტია, რომ “ნაბეღლავისა” და მარნეულის საკონსერვო ქარხნის მფლობელი სვიმონიშვილი, სიმღერის გარდა, ცხენების მოყვარულია და უნდა ითქვას, სიმღერაც და ჯირითობაც კარგად გამოსდის. თუმცა, ფაქტია, მან ვერ გაბედა მართალია ბალანსზე არა, მაგრამ მაინც “გურიას” საწვრთნელი კომპლექსის შეძენა.

როგორც ადრე იყო ცნობილი და ამის შესახებ ჩვენც ვწერდით, ბაზის სიახლოვეს ჯერ კიდევ მოსკოვში მყოფმა კახა ბენდუქიძემ 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ოჯახის წევრის სახელზე კანონის სრული დაცვით, დაახლოებით 1 მილიონ ლარად შეიძინა. კანონის დაცვით იმიტომ, რომ შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მიწის ნაკვეთები გრიგოლეთის ზონაში ჰექტარი 912 ლარად “დაითრიეს” ანუ 1 კვმ 9 თეთრად!!! ჩვეულებრივ მოკვდავებზე კი, რომელთაც “პატრონიც” უნდა ჰყოლოდათ, 300 კვმ ფართები 17-ჯერ ძვირად, მაგრამ მაინც “ჩალის ფასად” _ 450 ლარად, ანუ 1 კვმ 1,5 ლარად გაიცა. ბენდუქიძეს კი, იმ დროისთვის საბაზრო ფასი 20 ლარი გადაახდევინეს 1 კვმ-ში. გაგახსენებთ, რომ ეს ის პერიოდია, როცა გურული ჩინოსნები დაბადების დღეებზე საჩუქრად არაგურულ ჩინოსნებს გურიის ზღვისპირეთში 1000-2000 კვმ ნაკვეთებს ისე ჩუქნიდნენ, თითქოს ეს ქონება მათი წინაპრების მემკვიდრეობიდან ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკვეთი პატიოსნად იყიდა, მისი კანონიერება მაინც კითხვითი ნიშნის ქვეშაა. როგორც გვითხრეს, შევარდნაძის დროინდელ ხელისუფლებს არ ყოფნიდათ ბენდუქიძეზე მისაყიდი ფართი და 1,1 ჰექტარი “გურიას” ბაზიდან მიამატეს. მაშინ ელექტრონული რეგისტრაცია არ არსებობდა, ამიტომაც ამის გაკეთება იოლიც გამოდგა. მეტიც, ფართები 2-3 ჯერ გაიყიდა და სადავო საკითხები დღემდე არსებობს.

ისევ ბენდუქიძის მიწას დავუბრუნდეთ. სადავო 1,1 ჰექტარი მოკლებულია “გურიის” ბაზას და ამჟამად ბაზა არის 5,4 ჰექტარი. თუმცა არსებობს მინისტრთა საბჭოს დადგენილება და დღევანდელი რეალობა _ ანუ პროკურატურას გარკვევა არ უნდა გაუჭირდეს.

როგორც დასაწყისში ვთქვით, წლების მანძილზე არაერთ მოქალაქეს ჩამოართვეს მიწები და მათ შორის იყვნენ ცნობილი სახეები. ერთ-ერთი მათგანი შევარდნაძის ძმისშვილი, ნუგზარ შევარდნაძე იყო. მან “ვარდების რევოლუციისთანავე” გამოიჩინა “კეთილი ნება” და მთავრობას “აჩუქა” ზღვისპირეთში 5 ჰა მიწის ნაკვეთი. მოგვიანებით კი, სუფსის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ჯუმბერ ბლაგიძემ ხმაური ატეხა _ სახელმწიფოსთვის “ნაჩუქარი” 5 ჰექტრიდან 2,1 ჰა გაასხვისეს, თანაც მთლიანად სიგრძითი პლაჟის მხარეს. ანუ დანარჩენ 2,9 ჰექტარს ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი არ დარჩა და 300-400 მეტრის მინიმუმ შემოვლა სჭირდება ზღვაზე გასასვლელად. მაშინ ბლაგიძე იმ ინფორმაციასაც აჟღერებდა, რომელიც მას ჰქონდა _ სუფსის საკრებულომ ხმა იმიტომ ვერ ამოიღო, რომ მყიდველის უკან შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, კონკრეტულად კი მისი სიძე დგასო. მაშინ ისიც ითქვა, რომ ნაკვეთში ფული გადაიხადეს, თუმცა, ბლაგიძე ხმაურს იმიტომ ტეხდა, რომ სოფლისთვის ზღვაზე ადგილი დარჩენილიყო და პლუს, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ მოკვდავს საკრებულო ნაკვეთის ასე ნარჩევ ნაწილს არ მიჰყიდდა. ფული რომ გადახდილია, იქიდანაც მტკიცდება, რომ მთლიანად 5 ჰექტარი არ წაიღეს. ახლა საინტერესოა, რას იზამს პროკურატურა, რომელსაც, ჩვენი ინფორმაციით, ეს საქმე “მხედველობაში” უკვე აქვს _ მიწას მერაბიშვილს ჩამოართმევს და ნუგზარ შევარდნაძეს დაუბრუნებს, თუ შევარდნაძის ძმისშვილი და უცხოურ პრესაში პირველი მლანძღველი “კოჰაბიტაციას” მოახერხებენ.

ასევე საინტერესოა, რა ბედი ელის გრიგოლეთში ერთ დროს ასევე დიდი ფართის მფლობელ და “ნაციონალებისაგან” “გაკულაკებულ” კორნელი კუკულაძეს, რომელმაც სამართალს “ვარდების ხელისუფლების” ეპოქაში ვერა და ვერ მიაღწია და ახლა არჩილ კბილაშვილის უწყებისთვის ეს საქმე ერთ-ერთი პრიორიტეტული უნდა იქნას ზემოთ ხსენებული 9560 საქმიდან.

მას გრიგოლეთში, კონკრეტულად კი ყვავილნარში, საუკეთესო ადგილზე, 60-მდე კოტეჯი ჰქონდა და დამსვენებლებიც ჰყავდა. “ვარდების რევოლუციიდან” მალე, იქ ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი _ “წითელი ბურთები”, რომელსაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ირაკლი ოქრუაშვილი, გოკა გაბაშვილი, ლევან ვარშალომიძე და გიგი უგულავაც დაესწრნენ. მაშინ ტერიტორია პრეზიდენტმა თავდაცვის მაშინდელ მინისტრთან ერთად დატოვა _ საჭესთან სწორედ ჯერ კიდევ “ოქრო”-ჩინოსანი იჯდა. მაშინვე გადაწყვეტილა, რომ ეს ადგილი კარგი იქნებოდა “პატრიოტთა ბანაკისთვის”.

“მოწმე ვიყავი, მეგონა და ისეთი სიტუაცია წავიდა, უკვე ვატყობ, რომ უნდა დამიჭირონ. ბატონობით მელაპარაკებიან, მაგრამ იგრძნობა ყველაფერი. მითხრეს, რომ თითქოს მე მიწა არ მქონდა გამოყოფილი, ნახაზები არ მქონდა და ასე, თითქოს ერთ ღამეს რომ დაღამდა, ღამით ავაშენე ეს 50 კოტეჯი, თავისი სასადილოთი, მეორე პატარა ბარით და შემოვსულვარ პარტიზანულად. ეს მედებოდა ბრალად,” _ ასე იხსენებს დაპატიმრებას კორნელი კუკულაძე.

მას პროკურატურა ბრალად უყენებდა 19 წლის წინ, 1987 წელს განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ: “კორნელი კუკულაძემ უკანონო მოქმედებით მოახერხა ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ფიჭვნარში, 49 ერთეული კოტეჯის, საპირფარეშოს, სასადილოს შენობის, საწყობისა და საყარაულო ჯიხურის აგება დასასვენებელი კომპლექსისთვის საჭირო მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით დასაუფლებლად.” არადა, კუკულაძეები დღემდე ინახავენ ყველა იმ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ 1987 წლიდან ქონებას კანონიერად ფლობდნენ, რომელიც 2001 წელს, მიწის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფოსგან გამოისყიდეს და საჯარო რეესტრში დაირეგისტრირეს, თუმცა, საოლქო პროკურატურამ ეს არ გაითვალისწინა და კუკულაძისგან კერძო საკუთრების _ ზღვის სანაპიროზე განთავსებული მიწისა და მასზე განთავსებული კოტეჯების სახელმწიფოსთვის ჩუქებას მოითხოვდა. ეს სწორედ ის კოტეჯები იყო, რომელშიც ზაფხულში პატრიოტები ისვენებდნენ.

“მოგახსენებთ, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში საკუთრებაში მქონდა უკანონოდ მისაკუთრებული 6,8 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლიდანაც, ვინაიდან გავაცნობიერე ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაული, 6 ჰა მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 25 კოტეჯით, დავუბრუნე და ვაჩუქე უსასყიდლოდ, როგორც უკანონოდ მისაკუთრებული, სახელმწიფოს, რაზედაც განცხადებით მივმართე ლანჩხუთის პრივატიზების სამმართველოს,” _ ეს განცხადება კორნელი კუკულაძემ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის, მიხეილ ჩოგოვაძის სახელზე, დაპატიმრებიდან მესამე დღეს “დაწერა”. ქონების ჩუქებისთანავე კუკულაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ, მან დატოვებული მცირე ფართი უკრაინელებს მიჰყიდა, რადგან მიხვდა, რომ “ნაციონალური გაკულაკება” ისევ გაგრძელდებოდა. ქონების გაყიდვის შემდეგ, კუკულაძემ გურიის საგადასახადო სამსახურს მიაკითხა იმის გასარკვევად, ეკუთვნოდა თუ არა რაიმე გადასახადი. უთხრეს, თუ შენ ეს ტერიტორია 2 წელია გაქვს, არაფრის გადახდა არ გეკუთვნისო.

2005 წელს, როცა მოხდა მიწის საბოლოო რეგისტრაცია, ის იყო ფიზიკური პირი. წლების განმავლობაში ეს ობიექტი არ ფუნქციონირებდა. არ უმუშავია კორნელი კუკულაძეს, როგორც ინდმეწარმეს. ამ ტერიტორიაზე იდგა ბუნგალოები. ინდმეწარმის საბუთით ხდებოდა ურთიერთობა საგადასახადოსთან და იყო ნაყინის, ლუდის, გამაგრილებელი სასმელის და ყავის ბიზნესი. შემოვიდა 4 500 ლარი, რომელიც ნაჩვენებია დეკლარაციაში. საგადასახადო სამსახურში მისი ინდმეწარმის დეკლარაციაში იმ მიწის ნაკვეთის გაყიდვაც მოხვდა, რომელიც, როგორც ფიზიკურმა პირმა, ისე გაყიდა. დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, საგადასახადო სამსახურში ინდმეწარმე კუკულაძის შემოწმების ბრძანება გამოიცა. სამ დღეში შემოწმება დასრულდა. საბოლოოდ, კორნელი კუკულაძეს 574 213 ლარის გადახდა დაეკისრა. აქედან 177 425 ლარი საშემოსავლო გადასახადი იყო, ხოლო 264 878 ლარი დამატებითი ღირებულების გადასახადი. ჯარიმამ 133 069 ლარი შეადგინა. არადა, იმ პერიოდში მიწა საქონელი არ იყო და ვერანაირად ვერ დაიბეგრებოდადამატებული ღირებულების გადასახადით. ბიზნესმენი ამბობს, რომ ვერ წარმოიდგენდა, თუ ვერ შეძლებდა იმის დამტკიცებას, რომ უგზოდ დარჩენილ კოტეჯებში დამსვენებელს ვერ მიიღებდა და კომერციულ საქმიანობას ვერ წარმართავდა.

ამის შემდეგ, საგადასახადო უწყების ხელმძღვანელმა ჯარიმის შემცირების მიზნით, ქონების შესყიდვა ურჩია. კუკულაძემ საკუთარ სახელზე გადაიფორმა თბილისში 15 წლის წინ შვილისთვის შეძენილი ბინა, შეიძინა მიწა შეკვეთილში და ფართი ფოთში. მეორე დღესვე საგადასახადომ ყველა ქონება დაუყადაღა. სახელმწიფომ ბოლომდე გაწირა ბიზნესმენი, რომლის ზღვისპირა მიწა არ იმყოფინა “საჩუქებლად” და მამაპაპისეული ქონებაც წაართვა.

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"მერცხალმა" ისევ ვერ მოიგო

ირაკლი ალასანია დღეს დეპუტატებს ხვდება

ყველა სიახლე

საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25.02.2026
პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25.02.2026
სამართალი

“საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა

19:39; 25.02.2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25.02.2026
საზოგადოება

“იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ

18:52; 25.02.2026
ფინანსები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

18:34; 25.02.2026
სამართალი

ორმხრივი სროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს

18:11; 25.02.2026
ფინანსები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა

17:57; 25.02.2026
ფინანსები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

17:40; 25.02.2026
პოლიტიკა

რას ამბობს ევროკომისიის სპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო სანქცირებაზე

17:15; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

16:53; 25.02.2026
სამართალი

“შშმ არასრულწლოვანი მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და გააუპატიურა”- პროკურატურა

16:45; 25.02.2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ გიორგი ახობაძის საქმეზე

15:40; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურა კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს გადასინჯავს

15:27; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო