(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩოხატაურის შპს “საავადმყოფო-პოლიკლინიკა” ებრაელმა ინვესტორებმა შეისყიდეს _ იგი ახლა შპს “ადითის” ფილიალს წარმოადგენს. ახლი მეპატრონის მოსვლას წესებიც ახალი მოჰყვა _ თუ პოლიკლინიკაში მისულ პაციენტს სოფლის ექიმის მიმართვა არ ექნება, ექიმთან კონსულტაციაზე ვიზიტისთვის 12 ლარის გადახდა მოუწევს. როგორც გვითხრეს, ექიმის მიმართვა მხოლოდ იმ პაციენტებზე გაიცემა, რომლებიც პოლისის მფლობელები არიან. ექიმ-კარდიოლოგთან და თერაპევტთან მხოლოდ 17-ლარიანი ქვითრის აღების შემთხვევაში მოხვდებით. ამ “რეფორმის” შემდეგ, ბევრი პაცინეტი, უსახსრობის გამო, უკან ბრუნდება.