არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება თურქეთს ეკონომიკური და რელიგიური ექსპანსიის უფლებას აძლევს.
ისინი ითხოვენ, შეჩერდეს მეჩეთის მშენებლობის პროცესი და სხვა ქვეყნებიდან რელიგიური კონფენსიების საქმიანობის დაფინანასება აიკრძალოს.
“ეროვნული ფრონტის” წევრები ამბობენ, რომ ბათუმში თურქების ჩამოსახლება მიმდინარეობს და ეს პროცესი უნდა შეჩერდეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ ქართველ მუსლიმებისათვის სალოცავი უნდა აშენდეს და ეს მათი უფლებაა, მეჩეთის აშენებას კი ქართველი მუსლიმანები დააფინანასებენ. მეჩეთის აშენებისთვის თანხის დიდ ნაწილს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც გაიღებს.
ხაბაძე არ გამორიცხავს, რომ მოხდეს არსებული მეჩეთის გაფართოვება, რათა მუსლიმან მრევლს ლოცვა ქუჩაში არ მოუხდეთ.
ამ დრომდე უცნობია, სად აშენდება მეჩეთი. ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.