რომელთაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები გიორგი ახვლედიანი, ჯიმშერ კოშაძე და შოთა ცუკოშვილი შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე და გამგებლის მოადგილე როსტომ კილასონია.
რწმუნებულებმა მიიღეს ნომინალური ბარათები. სასოფლო სამეურნეო ბარათებით ადგილობრივ მოსახლეობას შხამ-ქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა და ინვენტარის შეძენა შეეძლება.
ხობის მუნიციპალიტეტისათვის დაახლოებით 10 000 ბარათია გათვალისწინებული. თითოეულ მათგანზე დარიცხული თანხა მიწის ფართობის მიხედვითაა გამოთვლილი და 100-300 ლარამდე მერყეობს. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც კომბინირებული ბარათებით ვერ ისარგებლებს, აუთვისებელი თანხა ნომინალურ ბარათზე დაერიცხება და მისი გამოყენება ერთობლივად შეეძლებათ.
დღესვე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგებლის მოადგილეები და ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ავთანდილ სართანია პირველი მაისის და ხეთის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე გამგეობის წარმომადგენლებმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე“ დეტალურად ისაუბრეს.
პირველი მაისის თემისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა დაახლოებით 50 000 ლარამდე, ხოლო ხეთის თემის მოსახლეობისთვის _ 90 000 ლარამდე. მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა გზების მოხრეშვა, სანიაღვრე არხების გათხრა და ამოსუფთავება, საფეხბურთო მოედნის სარემონტო სამუშაოები, სახნავი მიწებისა და სასაფლაოს ტერიტორიების შემოღობვა და ცენტრის მიმდებარე ტერიტორიების მოხრეშვა და საწრეტი არხების გაყვანაა.
როგორც ცნობილია, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გასახორციელებელ პროექტებს მოსახლეობა თვითონ ირჩევს. ამიტომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით ყველა სოფელში გაიმართება სოფლის კრება, რომლის მიზანია „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებაში მოსახლეობის ფართო ჩართულობა. შეხვედრები მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
სტატია მომზადებულია ფონდის “ღია საზოგადოება _ საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის _ “დათვალე საკუთარი ფული!” ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას