9 თებერვალსა და 15 მარტს, გორის რაიონის სოფლებში – ქვეშსა და არცევში, ხოლო 14 მარტს – ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის “უკანონო კვეთისთვის” 6 მოქალაქე დააკავეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს.
ალექსანდრე ნადირაშვილი, თემურ ელიაური, დავით ვაშაგაშვილი, ვაჟა მელაძე რუსმა სამხედროებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ხეხილის ბაღებში სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად მიდიოდნენ, ხოლო ძმები – ჯუმბერ და ჯამბულ დუდაშვილები კი მაშინ, როცა ისინი ნათესავებისგან შინ ბრუნდებოდნენ.
გათავისუფლებული მოქალაქეები ერგნეთიდან შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი დვალიშვილმა გამოიყვანა.