_ ქარიშხალმა, რომელსაც წვიმა მოჰყვა, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზიანა.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით სტიქიამ განსაკუთრებით სოფელი კოხნარი, ხიდისთავი და ჭაჭიეთი დააზარალა. დაბა ჩოხატაურში რამდენიმე სახლს სახურავი აქვს ახდილი.
ჯერჯერობით, უცნობია, რა ოდენობის ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტს. ამ წუთებში ადგილებზე სპეციალური კომისიაა გასული.
სტიქიის ადგილებზე “გურია ნიუსის” გადამღები ჯგუფიც მუშაობს და ვრცელ რეპორტაჟს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.